მაგაშიც მართალი ხარ
* * *
საგარეუბნო რეისები აეროპორტის ვაგზლამდე გაგრძელდა
თებერვალი 16, 2011
"საქართველოს რკინიგზის" გადაწყვეტილებით, თბილისში ბორჯომის სადგური გაუქმდა და მის ნაცვლად, საგარეუბნო მატარებლები ბორჯომიდან, გარდაბნიდან და სადახლოდან თბილისის ცენტრალურ სადგურზე შევლენ, ბოლო გაჩერება კი თბილისის აეროპორტი იქნება.
კომპანიის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ საგარეუბნო რეისების გაგრძელება აეროპორტის ვაგზლამდე არა მარტო ადგილობრივ მგზავრებს შეუქმნის დამატებით კომფორტს, არამედ დადებითად იმოქმედებს ტურისტულ ბაზარზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ცვლილებებს მგზავრობის ღირებულებაზე არ უმოქმედია.
” 5 წლის განმავლობაში, საქართველოს რკინიგზას შენარჩუნებული აქვს ფასები და ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტმა მგზავრმა ისარგებლოს ჩვენი მომსახურებით,' განაცხადა საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორის მოადგილემ კომერციისა და სერვისის საკითხებში ხარიტონ შალამბერიძემ.
თბილისის ცენტრალური სადგურიდან გასული საგარეუბნო მატარებელი ნავთლუღში, აეროპორტის დასახლებაში, ორხევსა და ბოლოს, საერთაშორისო აეროპორტის სადგურზე გაჩერდება. რკინიგზის ახალი სერვისი განსაკუთრებით კომფორტული სწორედ ამ რაიონების მოსახლეობისთვის აღმოჩნდა.
”საქართველოს რკინიგზამ” ტურისტების ინტერესებიც გაითვალისწინა. საგარეუბნო რეისების აეროპორტამდე გაგრძელების შედეგად, ისინი აეროპორტიდან გაუსვლელად შეძლებენ სასურველი ქალაქის მიმართულებით ბილეთის შეძენას.
ბორჯომის სადგურების გაუქმებით, მგზავრებს დამატებითი ხარჯი მოეხსნათ, რადგან აქამდე მათ "თბილისი ცენტრალამდე" მისასვლელად სხვა ტრანსპორტის გამოყენება უხდებოდათ. ცვლილებების შემდეგ ”საქართველოს რკინიგზა” მგზავრთა რაოდენობის მატებას ელოდება. დღეისთვის არსებული მონაცემებით, 2010 წელს საქართველოს რკინიგზის მომსახურებით 5 მილიონამდე ადამიანმა ისარგებლა.
http://www.railway.ge/?web=0&action=news&lang=geo&npid=149ყველაფერი კარგი და მოსაწონი მაგრამ ერთი კითხვა გამიჩნდა
აეროპორტის სადგურზე 1 ლიანდაგია და რა განრიგით იმოძრავებს რამდენიმე საგარეუბნო მატარებელი რომ არ მოხვდნენ ერთად მანდ?