თბილისის შემოვლითი რკინიგზა - პროექტი თითოეული თბილისელის მომავლისათვის
მარტი 09, 2011
სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისთვის ანაზღაურებულია 14 000 000 ლარი;
860 ნაკვეთიდან გამოსყიდულია 630;
78 საცხოვრებელი სახლიდან გამოსყიდულია 54;
22 ბიზნესიდან კომპენსირებულია 14.
საქართველოს რკინიგზა ახორციელებს თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს, რომლის ამოცანაა თბილისის ცენტრალური ნაწილის გათავისუფლება სარკინიგზო ინფრასტრუქტურისაგან. გამოთავისუფლებულ 100 ჰექტარ მიწაზე კი, იგეგმება ბიზნეს ცენტრების, გასართობი ცენტრების, მწვანე ზოლისა და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო გახდა 130 ჰექტარი მიწის რეგისტრაცია, რომელიც მოიცავს 860 მიწის ნაკვეთს, მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებსა და მცირე ბიზნეს ერთეულებს.
მესაკუთრეების ინტერესების დაცვის მიზნით, შემუშავებული იქნა გამოსყიდვის კომპლექსური სამოქმედო გეგმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)სოციალური პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
გამოსყიდვის სამოქმედო გეგმის თანახმად, მიწის ობიექტურად შეფასების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს რკინიგზის მიერ მოწვეულ იქნა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“, რომლის ექსპერტებმაც საერთაშორისო სტანდარტებისა და EBRD-ის მოთხოვნების შესაბამისად, თითოეული მესაკუთრისთვის შექმნეს ინდივიდუალური საკომპენსაციო პაკეტი. ანაზღაურებას დაექვემდებარა ცალკეულად:
- ყველა მიწი ნ აკვეთი;
- მათზე დამაგრებული საცხოვრებელი შენობები;
- ყველა დამხმარე ნაგებობა; ღობეები, საკომუნიკაციო და სხვა ინფრასტრუქტურა;
- ნარგავები, მათი ასაკის, სახეობისა და მოსავლიანობის გათვალისწინებით;
- სოციალურად დაუცველი პირები
გამოსყიდვის გარიგებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და გადასახადი საქართველოს რკინიგზამ საკუთარ თავზე აიღო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ EBRD-ის მოთხოვნების შესაბამისად:
- საცხოვრებელი სახლებისა და ბიზნესების მესაკუთრეებს განესაზღვრათ დანამატი მათ საკუთრებაში არსებული ქონების 30%-ისოდენობით და ანაზღაურდა საქართველოს რკინიგზის მიერ;
- ბიზნესის შეფერხებით გამოწვეული ხარჯები ანაზღაურდა საქართველოს რკინიგზის მიერ;
- ბანკის წინაშე არსებული მესაკუთრეთა დავალიანება იპოთეკით დატვირთულ ნაკვეთებზე დაიფარა საქართველოს რკინიგზის მიერ;
- საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები (აზომვითი ნახაზების მომზადების, ლეგალიზაციის, საჯარო რეესტრის მოსაკრებლები, სანოტარო მოქმედებებისათვის საზღაური) ანაზღაურდა საქართველოს რკინიგზის მიერ;
- შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები (საშემოსავლო და დამატებითი ღირებულების გადასახადი) ანაზღაურდა საქართველოს რკინიგზის მიერ;
- დაკანონდა თვითნებურად დაკავებული საცხოვრებელი შენობები და ანაზღაურდა საბაზრო ღირებულებით საქართველოს რკინიგზის მიერ;
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის მშენებლობის მიზნებისათვის, საქართველოს რკინიგზა 230 გამოსასყიდი ნაკვეთის მფლობელს სთავაზობს:
თითოეული მიწის მფლობელი მიიღებს ალტერნატიული მიწის ნაკვეთს, საკუთრებაში არსებული ფართის
ორმაგი ოდენობით
დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ შპს „გეოგრაფიკს“ შემდეგ მისამართზე:
თბილისი, გამსახურდიას გამზირი #27
ცხელი ხაზი: 14-32-69
http://railway.ge/?web=0&action=news&lang=geo&npid=157