(კარგათ მოწყობილს სასტუმროში ზის ჩაფიქრებული ნინო გვარამიძისა. ახალათ გამოსული ინსტიტუტიდან: წინ რუსული წიგნი უდევს, ჰშლის და არა კითხულობს კი. ამ დროს შემოვა ამისი ამხანაგი, იქვე მეზობლათ მდგმური, ნატო ბაიაშვილისა).
ნატო_ ზდრავსტვუი, ნინოჩკა!.. შინ რას უზიხარ?.. რატო აგრესკუჩნათა ხარ?..
წავიდეთ ვაგზალში.
ნინო_ (წიგნს დახურავს და წამოდგება) ოჰ, ნატაშა, შენა… რა დროს ვაკზალია, ბებია ავათ არის, აღარავინ არ დადის… ტაკაია სკუკა… დაჯექი, დუშკა!.. (დასხდებიან.).
ნატო_ ჩტო ს ნეიუ?.. რა სთქვა?..
ნინო_ რა ვიცი!.. პრედსტავ სებე: კაჟდუიუ ოთხშაბათს, პარასკევს მარხულობს, ბევრი ლობიო და… კაკ ეტო, ჩტოკუსაეტსია?
ნატო_ ჩინჩარი?.
ნინო_ ახ, და!.. ჩინჩარი… ჩინჩარი უჩამია და ავათ გახდა საცქალი!…
ნატო_ რატო დახტური არ მოიქვანეთ?
ნინო_ რა ვიცი, მამაშამა თქვა, ბებიას დახტური ეჯავრებაო… ილისა და დარიჩინის ჩაი დაალევინეს!..
ნატო_ რას ქითხულობდი?..
ნინო_ ოტცი ი დეტი… ვერა გავიდე რა, რაებსა სცერენ.
ნატო_ მეც წავიკითხე… ვერც გავათავე… პოვესტები მირჩევნია…
ნინო_ მეცა.
ნატო_ ნეტავი ისევ ინსტიტუტში ვიკოთ!.. კაკ ბესელა ბილა. გახსომს, ჩვენი უჩიტელი, ქართულს რო გვასწავლიდა?..
ნინო_ ახ, კაკოი ორიგინალი. ა ტანცევალნი უჩიტელ?.. გახსომს, რადუშკა იკო?!.
ნატო_ ერთხელ სიზმარში ვნახე! ვალცს ტანციობდა ჩენთან…
ნინო_ მარტლა? (აღტაცებით) დუშკა, დუშკა!.. დუშკა! (ღიმილით) ჯერ არა თხოვდები?..
ნატო_ (მოწყენილი სახით) ჯერ არა._ მამაშამ ასეთი ბებრები ჩამომითვალა, რომ, კინაღამ გული არ ჩემიცუხდა.
ნინო_ ბებრები… ფუ, გადოსტ!.. (ღიმილით) ნატაშა!.. აქ ერთი აფიცერი ჩაივლის ხოლმე, რომ ნახო, გაგიჟდები!..
ნატო_ ვინ არის?
ნინო_ არ ვიცი… ეხლაც გაიარა ცხენით ვაკზლისკენ…
ნატო_ პოედემ, დუშკა, ვ ვაკზალ.
ნინო_ პოჟალუი!.. ცავიდეთ…
ნატო_ ახ, ნეტავი იქა ნახოთ ისიცა და… (აქ დაიწყებენ ჩურჩულს, ერთმანეთს გადაჰკოცნიან, მერე წამოდგებიან, ხელი ხელს გადახვევენ ერთმანეთს და ისე გადიან, ჩუმათ მოლაპარაკენი. პატარახანს უკან ,,ფაეტონს” მიაქროლებენ ვაგზალისაკენ ლაქის სინაბარა).
This post has been edited by surprizi on 18 Jan 2011, 11:05
მიმაგრებული სურათი