Solveighttp://burusi.wordpress.com/2010/07/03/raphael-eristavi-3/კი რაფიელია

(საღამო ხანია, ორნი ყმაწვილი კაცები სხედან ”ალექსანდროვსკის” ბაღში, თბილისის ქალაქში, ორივეს აცვიათ ევროპულად; ორივეს წვერები აქვთ გამოშვებული; ერთი მათგანი სათვალებით არის და პატარა ჯოხი უჭირავს ხელში”.
პირვ. ყმაწვილი კაცი_ ჯერ ჩვენს ენას ძალიანი გაშალაშინება უნდა…
მეორე _ განა არ შეიძლება! რასაკვირველია, შეიძლება მარა არავინა წერს, ეს არის უბედურება…
მეორე_აკი სწერენ… ენა ძალიან შეამუშავა ”დროებამ… ”ოცი წილი ამინც ევროპული სიტყვებია შემოტანილი, ასე რომ, ამათს წელიწადში გაანახევრებს ქართულს!…
პირველი_”ნათობი” რაღასა შვრება?.. მეცადინეობს?:
მეორე_
პირველი_ყოჩაღ,ბიჭო!
მეორე_თუ აგრე განაგრძელა თავის საქმეები, კაი ჟურნალი დადგება!..
პირველი_ ”ცისკარი”?
მეორე – ნუღარ მკიტხავ!.. რა ქნას? ხელის მომწერი აღარა ჰყავს, თანამშრომლებიც, მგონია, ნაკლებათ არიან და… თანამშრომლები და ნამეტნავათ ხელის მომწერები ”დროებასა” და “მნათობსაც”, მგონია, ძალიან სუსტათა ჰყავთ.
პირველი _ და აღარც ერთი აღარ გამოვა!.. წავიდნენ და იჩანჩალონ!.. რატომ არ შეერთდებიან?..
მეორე_ ეგ იმას ეგვანება, მაგრამ საძაგლები კი ვართ ქართველები!.. ჩვენ რომ აგრევე ვამბობთ, რედაქტორებმა რაღა ქნან?.. შენ რატომ არა სწერ?..
პირველი – შენ რატომ არა სწერ?
მეორე – მე, დრო არა მაქვს… დილით სამსახურში ვარ, საღამოთი ხან წიგნს ვკითხულობ… ხან ნაცნობებთან ვარ, ხან ”ტეატრში” და მეტი დროც აღარ მრჩება…
პირველი_
მეორე – ოჰ, რა კარგი მომაგონე!.. ლიზას დავპირდი ლოჟას…
პირველი – მე აღარ ვიცი – ”კასტა დივა” ვარჩიო, თუ კლუბი?..
მეორე_
პირველი_ძალიან დიდი ქაღალდის თამაშობაა.
მეორე – გაუგზავნი.
პირველი – მაშ, წავიდეთ. (წამოდგებიან და წავლენ).
* * *
pekineli Тифлисъ. Песковская улица и вдали Цициановский подъемъ

ფოტო საუკუნის წინანდელია, ერმაკოვისეული ფოტოა.
This post has been edited by surprizi on 19 Jan 2011, 08:03