ეს სატფილისო თემა არაა მაგრამ რადგან ბატონ
ლლევ-ს აინტერესებდა საკითხს ჩავეძიე და "მოგახსენებთ" შემდეგს -
ობელისკი დგას გომბორის გადასახვევი - სართიჭალის მონაკვეთზე. არ მისული სართიჭალასთან დააახლოვებით 3 კილომეტრი გზის მარჯვენა მხარეს გზიდან 20-25 მეტრში.
ობელისკი შედგება სამი ნაწილისგან. - ქვედა (პირობითად) კუბი; შუაში - სვეტი; თავზე ბურთი.

კუბის ოთხივე მხარეს ტქსტი სხვადასხვაა. სვეტზე ტექსტი გაყოფილია ორ პარალელურ ნაწილად. ბურთზე დაზიანებების გამო შეუძლებელია გარჩევა იყო თუ არა მასზე რაიმე გამოსახულება.
სვეტზე განთავსებულია შემდეგი ტექსტი -
სვეტის ზედა ნაწილში -
Поставленъ въ память устроения
Иорской канавы
Въ 1849 году

სვეტის ქვემო ნაწილში -
Въ царствование ИМПЕРАТОРА
НИКОЛАЯ I го
въ Наместничество Князя
Воронцова
начатой Царёмъ Ираклием II

კუბის წინა მხარეს -
დადგენილ არს სახსოვრად იორის არხის
დასრულებისა (.) ჟამს ხელმწიფის
მეფობის იმპერატორ
ნიკოლოზის პირველისა
ჟამს ნამესტნიკობისა კნიაზ
ვარანცოვისა
არხი ესე დაწყებულ იქნა
მეფის ირაკლი მეორის მეფობას

კუბის (ჩვენგან) მარჯვენა მხარეს -
Работы произво-
дилъ Инжинер Пу-
тей-Сообщения Капи-
танъ Князь В.
Багратионъ-Мухранский

კუბის (ჩვენგან) მარცხენა მხარეს -
სამუშაოებს განაგებდა
ინჟინერ კაპიტანი თავადი
ბაგრატიონი-მუხრანელი
( კომენტარს გავაკეთებ: ალბათ აქ ნახსენებ კაპიტანს ეთაკილებოდა თუ რომელი ჯაერების სახეობის კაპიტანი იყო და ამიტომ ქართულ ტექსტში არ მიუთითა სამსახურის სახეობა. არ იკთხება არც ინიციალი, რუსულ ტექსტში - В. )

კუბის უკანა მხარეს იკითხება -
Хозяйственною частю
заведовал Тифлис-
кий Гражданинъ
Зальцманъ

ვთვლი რომ ტექსტიდან ველაფერი გასაგები და ნათელია და შემდგომ კომენტარებს ჩემი მხრიდან არ საჭიროებს..
P.შ. აპა.. რავალი გავაშვანშვალე აი მოხსენება?..

P.შ.შ. ტემპერ რაკი სვეტზე ერთხელ მაინც არის მოხსენიებული ტფილისი, იმედია მაპატიებ ამ თემისთვის ნაწილობრივ შეუსაბამო პოსტს.
* * *
surprizi