ტემპერ, არ დამსაჯო
უნიკალური წიგნი ვიპოვე გუშინ
ქვემოთ-მოტანილი სურათის ეპოქის
წინარე ხანის შესახებ

და ეგრე მგონია, რომ ამ თემის მკითხველებზე მეტად
არც არავის დააინტერებს მთელ ფორუმზე =
მით უფრო, არანაირ სპორტში
@ ჩამოტვირთეთ ჩებოქსარულ’უფური ნაკვლევი
http://zveli.comuv.com/DO_VOINY/FOOT_CCCP_1912-1935.pdf 31(52) გვერდზეა ირიბი პასუხი იმაზე, რად არ დაუშვეს *ტფილისის დინამო*
1936 წლის გაზაფხულზე, პირველ საბჭოურ საკლუბო უმაღლეს ლიგაში
@
* * *
xachapuridzeგაიხარე, კეთილო კაცო, ჩემი ახლობლის მამაა და
არც კი ვიცოდი, მოგონებები თუ დაუწერია
ჯი (G) ჩავანაცვლე ჩინით (ჩ) და
აბზაცებს შორის ენთერები დავსვი,
რომ სხვამ იოლად წაიკითხოს
მიხეილ ჭაბაშვილი "მოგონებები"1936 წელსვე დაიწყო დღევანდელი მარჯანიშვილის მოედნის შექმნა. ამ მიზნით სულ პირველად აიღეს იქ მდებარე გერმანელების კირხე.
ამ გოტიკური სტილის ეკლესიას ჰქონდა დიდი კოშკის საათი, რომლის შავ ციფერბლატზე ლამაზად გამოიყურებოდა ოქროსფერი რომაული ციფრები და ოქროსფერი ისრები.
აი სწორედ ეს საათი გამართეს „დინამოს“ ახალი სტადიონის კოშკზე, რომელიც აღმართული იყო ჩრდილოეთის ტრიბუნის უკან. სათამაშო მინდვრის თავში ზემონახსენები ბოძი აიღეს და ამიერიდან ანგარიშს გვაუწყებდნენ შემდეგი წესით:
კოშკის საათის ქვეშ ორ მრგვალ სარკმელში მინის მაგივრად ჩასმული იყო ციფრის მბრუნავი დაფები (ამ სარკმლების თავზე დამაგრებული იყო იმ დღეს მოთამაშე გუნდების სახელები).
მაყურებელმა ახლა უკვე იცოდა, რა დრო იყო გასული. თამაშის დაწყების წინ ზემონახსენებ ორ მრგვალ დაფაზე გამოხატული იყო თითო ნული, რომლებიც ყველა ტრიბუნიდან კარგად ჩანდა.
ფეხბურთის მატჩის დროს კოშკში იჯდა სტადიონის თანამშრომელი, რომელსაც ჰქონდა საჭვრეტი და რომელიც გოლის გატანისთანავე ხელით შემოაბრუნებდა შესაბამის დაფას. მის მეორე მხარეს წინასწარ გამზადებული იყო „1“ და ახლ უკვე 0-0-ის მაგივრად ჩანდა 1-0 ან 0-1 იმის მიხედვით, თუ რომელი გუნდის კარში გადიოდა ბურთი.
მარტო ჩრდილოეთის ტრიბუნაზე მსხდომთ უხდებოდათ თავის მოტრიალება ანგარიშის დასანახად; დანარჩენ მაყურებელთათვის ერთი სანახაობა ისიც იყო, თუ რამდენიმე ათასი თავი როგორ მიბრუნდებოდა და კვლავ ნორმალურ მდგომარეობას მიიღებდა.
კოშკში მჯდომი თანამშრომელი თავის მოვალეობას რომ შეასრულებდა, ე.ი. დაფის უკანა მხარეზე გაამზადებდა მომდევნო ციფრს,გამოვიდოდა შეხუთული ჯიხურიდან სუფთა ჰაერზე, დადგებოდა სარდალივით თავისი „ნამუშევრის“ გვერდით და სხვებთან ერთად უყურებდა მსვლელობას.
თუ ბურთი კიდევ გავიდოდა, ისიც შემობრუნდებოდა თავის ჯიხურში და ერთ-ერთ მრგვალ დაფას კვლავ შემოატრიალებდა ახალი ციფრით. იმ დროს უხვგოლიანი მატჩები ჩვეულებრივი იყო. მაშინ ხომ თითო გუნდში ხუთი თავდამსხმელი იყო (გარემარბებსა და ცენტრფორვარდს შორის იყო თითო შუამარბი ანუ, როგორც მაშინ ამბობდნერ, „ინსაიდი“), სამი ნახევარმცველი („ჰავბეკები“ ერქვათ) და ორი მცველი („ბეკები“).
დიდ ანგარიშს ჩვეულებრივ დიდი სიხარული მოჰქონდა ქართველი გულშემატკივრებისათვის (თავის მოედანზე ხომ უმეტესწილად ჩვენი დინამოელები გამოდიოდნენ გამარჯვებულნი). ერთხელ „ჩვენებმა“ მეათე გოლი გაიტანეს. ასეთი ანგარიშისთვის სტადიონის მესვეურები არ იყვნენ მზად და „9“-ზე მეტი ციფრი არა ჰქონდათ მარაგში.
„დამტრაილებელმა“ (პირობითად ასე ვუწოდოთ სტადიონის იმ მუშაკს) ასეთი გამოსავალი იპოვა: ათიანის ნაცვლად ნული გამოფინა, რამაც მაყურებელთა დიდი მხიარულება გამოიწვია.
ახლა განათებას არ იტყვით? სად იყო მაშინ მძლავრი პროჟექტორები! თამაში ადრე იწყებოდა, რომ დაბნელებამდე დამთავრებულიყო. ზაფხულის პაპანაქებაში მეკარეს აუცილებლად ჰქონდა ქუდი (კეპი), რომელიც მაშინ ეხურა, როდესაც მზე პირდაპირ თვალებში უყურებდა. სტადიონიდან რადიორეპორტაჟი რა ხილი იყო, ჯერ არ ვიცოდით.
თბილისში მაშინ მემეტრედე ბიჭები ბლომად იყვნენ. მათ სტადიონზე უბით მიჰყავდათ მტრედები და ჩვენი დინამოელები პირველ ბურთს რომ შეაგდებდნენ, ეს ჯეილები მტრედებს შეისროდნენ ჰაერში, „რომ უბანში ტელეგრამა წაეღოთ“ (იყო მაშინ ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ სახუმარო ლექსში ასეთი ტაეპი).
ახლა აღარ გვიკვირს დიდი ელექტროტაბლოები, ნაირ-ნაირი „ცხელ-ცხელი“ ცნობების მიწოდება მაყურებლებისთვის სტადიონის რადიოკვანძის საშუალებით, რადიო- და ტელერეპორტაჟები.მაგრამ მაშინ?...
@
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 6 Mar 2011, 14:01