ZEUSFabianუი არ იცით?
2009 წლის 28 აგვისტოს, დაახლოვებით 13 საათზე ნაძალადევიდან-აგლაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი შემადგენლობა შეეჯახა 21 ავტომობილს. მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი.
რა თქმა უნდა დაუყოვნებლივ გამოვცხადდი შემთხვევის ადგილზე სადააც დამხვდა სურათი:
საპატრულო პოლიციის უამრავი ეკიპაჟი, მათ შორის არამარტო დიდუბე-ჩუღურეთის, კრიმინალური პოლიცია, კრიმინალისტიკის სამსახური, გამგეობის ხალხი, საძანძრო და სამაშველო ჯგუფები, "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლები, დასუფთავების სამსახური, უამრავი ჟურნალისტი და რაღა თქმა უნდა რამდენიმე ათეული დაზარალებული.
მანქანები 2 ჰონდა ცრვ, მერსედეს ცლკ, ოპელ ასტრა, გოლფი, ფორდი გადასაგდები.
აღდგენას რომ ექვემდებარება კიდევ 10 მსუბუქი ავტომობილი, 4 სამარშრუტო მიკროავტობუსი და 1 ბოგდანი.
ყველა ეს ავტომობილი საჯარიმოს სადგომზე წაიღეს გამოძიებისთვის. რომელსაც გადაადგილება შეეძლო, თავის "ხოდით", რომელსაც არა ევაკუატორებით.
როგორ გაირკვა, კერძო კომპანიის კუთვნილ შემადგენლობას სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა და მემანქანის განწირული ყვირილის მიუხედავად ჯერ ერისთავის ქუჩის შემდეგ ჩიხში მდგარ გოლფს დაეჯახა (რომელშიაც ადამიანს ეძინა, სწორედ ისაა ერთი დაშავებული), შემდეგ დიდუბის მეტროს მოედანზე ჩამწკრივებულ მარშუტკებს, წერეთლის გადაკვეთისას კი გამზირზე მოძრავ ავტომობილებს. შემადგენლობა არ გაჩერებულა ამით, სამთო ქიმიის გვერდით ჭიშკარი შეამტვრია და ჭიშკართან მდგომი ავტომობილიც დაჭმუჭნა.
ბოლოს ინერციისთ გაჩერდა.
შემთხევაზე პასუხისმგებლობა შპს "საქრთველოს რკინიგზამ" მოიხსნა და მთლიანად დაადანაშაულა შემადგენლობის პატრონი კერძო კომპანია, რომლის სახელსაც შეგნებულად არ ვასახელებ
ჰა როგორი ჟურნალისტი დადგებოდა ჩემგან?
This post has been edited by Kublicha on 8 Nov 2010, 00:27