ვისოლმა სამტრედიაში პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
15 ივნისს ვისოლმა სამტრედიაში, რესპუბლიკის ქუჩა #8-ში, პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა. ახალი ავტოგასამართი სადგურის პრეზენტაციას ვისოლის დამფუძნებლებთან ერთად პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარია დაესწრო.
ახალ ავტოგასამართ სადგურზე ვისოლი მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს. სხვა პროდუქტებთან ერთად ავტოგასამართ სადგურზე ევრო ხუთის სტანდარტის იტალიური აპიც გაიყიდება.
ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე 20-მდე ადამიანი დასაქმდა. სადგურის ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში სუპერმარკეტი და ავტო ტექ-მომსახურების ცენტრი გაიხსნება.
ვისოლს საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში.
წლის ბოლომდე კომპანიის ქსელს კიდევ რამდენიმე ავტოგასამართი სადგური დაემატება.http://wissol.ge/?action=news&lang=geo&pid=7322.06.10 „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს ქსელი ფართოვდება კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა" 22 ივნისს კიდევ ორი ავტოგასამართი სადგური გახსნა თბილისში, კერძოდ ნავთლუღის ტერიტორიაზე. ავტოგასამართი სადგურები კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალყურმა დირექტორმა, ბატონმა მაირ მამედოვმა და კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტრმა, ბატონმა დავით ზუბიტაშვილმა გახსნეს. აღნიშნმული აგს-ები, ისევე როგორც უკვე მომქმედი ობიექტები, სრულად აკმაყოფილებენ ევროსტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ავტოგასამართი სადგურები აღჭურვილია უახლესი იაპონური მოწყბილობით, რაც უზრუნველყოფს საწვავის გაცემის 100%-იან სიზუსტეს.
ამა წლის ივნისის ბოლოს ექსპლუატაციაში შევა კიდევ თხუთმეთი ავტოგასამართი სადგური. მათ შორის - გორსი, ხაშურში, სოფელ ქვიტირში, მარნეულში, ბათუმში, სენაკში და თელავში. ყველა დიდ ავტოგასამართ სადგურზე განთავსებულია ავტოსამრეცხაოები, მარკეტი და კაფე, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს მრავალფეროვანი მომსახურებით.
ამჟამად კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" ქსელი 34 ავტოგასამართ სადგურს მოიცავს,
ხოლო წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 28 სადგურის გახსნა.
http://sgp.ge/news.php?article_id=20100622...page=08&lang=geჩვენი ისტორია 1995 წელს, საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტით და საბითუმო რეალიზაციებით იწყება. მას შემდეგ კომპანიამ განვითარების რთული პროცესი განვლო და შეძლო ღირსეული ადგილის დამკვიდრება საქართველოში მოქმედ წამყვან ნავთობკომპანიებს შორის.
დღეისათვის ”სენტა პეტროლიუმი” 500-ზე მეტ კორპორაციულ კლიენტს ემსახურება და ფლობს ავტოგასამართი სადგურების ერთ-ერთ ყველაზე ფართო ქსელს საქართველოში. საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი 24 ავტოგასამართი სადგურიდან თბილისში თორმეტია განლაგებული, ხოლო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - თორმეტი.
2009-2010 წლებში კომპანია გეგმავს საქართველოს მასშტაბით დამატებით 16 ავტოგასამართი სადგურის მშენებლობას.
http://senta.ge/?page=22&lang=geo&hmac=2