თუ თემის გადახვევის გამო არ დაგვსჯიან კარგი იქნება:
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფუნქციებია:
ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;
ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;
გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;
დ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;
ე) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა;
ვ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის (საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის) გაცემა და შეცვლა;
ზ) საინფორმაციო ბარათის გაცემა;
თ) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დაქორწინების მიზნით ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობის გაცემა;
ი) უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის, უცხოელების ქორწინების რეგისტრაციაზე ნებართვის გაცემა;
კ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და დამტკიცება;
ლ) გვარის შესწორების (აღდგენის) შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და დამტკიცება;
მ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა; ცალკეული სახის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
ნ) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა:
ნ.ა) მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
ნ.ბ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტის) გაცემასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
ნ.გ) საქართველოში დროებით მყოფ უცხოელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;
ო) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების პერიოდული შეჯამება, შეფასება და ანალიზი;
პ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ბლანკებით (მკაცრი აღრიცხვის საბუთებით) უზრუნველყოფა, მათ შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;
ჟ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის სრულყოფის მიზნით პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების შემუშავება და განხორციელება;
რ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი ამ სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე;
ს) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კონტროლი;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
წყარო
http://www.cra.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=17ხოლო საჯარო რეესტრის მიზანი და ფუნქციებია
1. სააგენტოს მიზანია ერთიანი საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და მისამართების რეესტრის ფორმირება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. (29.09.2011 N 127)
2. სააგენტოს ფუნქციებია:
ა) საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის და მისამართების რეესტრის წარმოება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, დამისამართების პროცესში სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; (29.09.2011 N 127)
ბ) საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის და მისამართების რეესტრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; (29.09.2011 N 127)
გ) საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და მისამართების რეესტრის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; (29.09.2011 N 127)
დ) საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და მისამართების რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის მეთოდური ხელმძღვანელობა და შესაბამისი მითითებების შემუშავება; (29.09.2011 N 127)
ე) საჯარო რეესტრის, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და მისამართების რეესტრის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; (29.09.2011 N 127)
ვ) ტოპოგრაფიის, გეოდეზიის, გრავიმეტრიის, კარტოგრაფიის, აეროკოსმოსური გადაღებითი და გეოინფორმაციული სისტემების საქმიანობის სფეროში (შემდგომში – ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები) სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება. (30.12.2010 N 239)
ზ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სიმაღლეთა და კოორდინატთა ერთიანი სისტემის შექმნა, განახლება და მონიტორინგი; (30.12.2010 N 239)
თ) დარგის განვითარებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიულ-ტექნიკური შინაარსის აქტების პროექტების შემუშავება; (30.12.2010 N 239)
ი) სახელმწიფო და ადმინისტრაციული საზღვრების, კონტინენტური შელფის, უცხო ქვეყნების, აგრეთვე დასახლებული პუნქტებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების საზღვრების, სახელწოდებების და ინფორმაციის სწორი ასახვის უზრუნველყოფა კარტოგრაფიულ პროდუქციაზე; (30.12.2010 N 239)
კ) სახელმწიფო სახსრებით განხორციელებული ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოების შედეგად შექმნილი მონაცემებისა და მასალების ცენტრალიზებული აღრიცხვის ორგანიზება და სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიულ ფონდში (ამობეჭდილი და ციფრული ფორმით) შენახვა; (30.12.2010 N 239)
ლ) სახელმწიფო დაწესებულებებისა და შესაბამისი უწყებების მაღალი სიზუსტის გეოდეზიური მონაცემებით, სახელმწიფო დანიშნულების შინაარსობრივად განახლებული სხვადასხვა მასშტაბების ტოპოგრაფიული, ზოგადგეოგრაფიული და სხვადასხვა დანიშნულების თემატიკური ციფრული რუკებით და აეროკოსმოსური სურათებით უზრუნველყოფის ორგანიზება; (30.12.2010 N 239)
მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა, დემარკაციისა და საზღვრის ხაზის მდებარეობის შემოწმების სამუშაოთა ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური და კარტოგრაფიული მასალებით უზრუნველყოფისა და საზღვრების გეოდეზიური და კარტოგრაფიული მონაცემთა ბაზის შექმნის ორგანიზება; (30.12.2010 N 239)
ნ) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და ციფრული სივრცითი ინფორმაციული მონაცემების ეროვნული სტანდარტების შემუშავება; (30.12.2010 N 239)
ო) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. (30.12.2010 N 239)
წყარო პროგრამა კოდექსი
Kublicha