ეს თემა ნანახი არ მქონდა. როგორც ხედავთ, ფორუმზეც ვარ, მაგრამ არც ისე ხშირად. დიდი მადლობა სხვადასხვა ეპითეტებით "შემკობისათვის"

ჩვენს ვებ-გვერდზე [http://liberali.ge/node/3355?page=2] მგონი ყველა კითხვას ვუპასუხე, მაგრამ მერე აღარავინ გამომხმაურებია.
მაინც ვერ გავიგე, რატომ შემომიტიეთ და ისეთ რაღაცებზე დამიწყეთ დავა, რაც არ მიხსენებია.
"ტრამვაის იმ მოდელს, რომლის ამოქმედებასაც თბილისში ვარაუდობენ, ერთი ლიანდაგი სჭირდება, თუმცა, გარკვეული მანძილის გავლა, ლიანდაგისა და სადენების გარეშე დამუხტული აკუმულატორითაც შეუძლია. ასეთი მოდელი ქალაქისთვის მოსახერხებელი იქნება, რადგან იმ ქუჩების გადათხრა, რომლებიც ახალი გაკეთებულია, აღარ გახდება საჭირო," - ეს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მითხრა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არც მას უხსენებია სახელი "ტრანსლორი" და არც - მე.
იმის გამო, რომ ჩემი თვალით მქონდა ნანახი ტრამვაი, ქალაქ კაენში, რომელიც რელსის გარეშეც გადაადგილდება და ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს არის ტრამვაი და არა სხვა სახის ტრანსპორტი, სწორედ ამიტომ ვიფიქრე, რომ ამ მოდელზე იყო საუბარი. ეს მოდელი არ არის "ტრანსლორი", არ არის ხმაურიანი და ძალიან მოსახერხებელია,
ვფიქრობ, ამ ფორუმზე არიან ის ადამიანები, ვინც ჩემს სტატიაზე კომენტარებს აკეთებდა იქნებ დამიზუსტოთ რამდენიმე შეკითხვის პასუხი.
გთხოვთ, გაეცნოთ ამ ინფირმაციას
http://www.railway-technology.com/projects/caen/ და
დამისახელოთ ზუსტი ციფრები და ფაქტები.
რა ჯდება იმ ტიპის ტრამვაის შენახვა (ლინკზე მითითებულ სტატიში წერია, რაც ჯდება მისი ინფრასტრუქტურის მოწყობა) რომელიც კაენშია და რა ჯდება ჩვეულებრივი, ორრელსიანი თანამედროვე ტრამვაის ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთ კილომეტრზე და შემდეგ მისი მოვლა.
იქნებ მითხრათ, ზუსტი ციფრები, რამდენად განსხვავდება ამ ორი ტიპის ტრამვაის ექსპლოატაციის ხარჯი წელიწადში ან დროის გარკვეულ მონაკვეთზე.
და ბოლოს, იქნებ დაასახელოთ, პროცენტულად რამდენად ხშირია ერთრელსიანი ბომბარდიეს ტიპის ტრამვაისა და ჩვეულებრივი ტრამვაის ლიანდაგიდან ამოვარდნის შემთხვევები.
წინასწარ მადლობა