ვიცი ამასთან არ არის კავშირში მარა მიანცცც

ბრიტანელი მეცნიერების კვლევის თანახმად, 10-დან 100-მდე უცხო ცივილიზაცია არსებობს
16:51 10-01-2011
ბრიტანეთის სამეცნიერო სამეფო აკადემიამ მეცნიერთა სპეციალური გამოკვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 10-დან 100-მდე უცხო ცივილიზაცია არსებობს .
როგორც "გაზეტა რუ" იუწყება, ამასთან დაკავშირებით სამეფო სამეცნიერო აკადემიამ განაცხადა, რომ დროა მსოფლიო უცხო ცივილიზაციებთან შესახვედრად მოემზადოს. "დრეიკის ცნობილი ფორმულიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც სამყაროში უცხო ცივილიზაციების რიცხვის განსაზღვრა და მათთან კონტაქტის დამყარებაა შესაძლებელი, შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ამ მომენტისთვის სამყაროში 10- დან 100-მდე უცხო ცივილიზაცია არსებობს", - განაცხადა ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა მარტინ დომინიკმა.
"ეს ყველაზე კონსერვატიული ციფრია. სინამდვილეში ინტელექტუალური ფორმის სიცოცხლის ნიშნები შედარებით მეტია", - აღნიშნა მან. ამასთან, მარტინ დომინიკმა აღნიშნა, რომ დედამიწელებს არ უნდა შეეშინდეთ უცხოპლანეტელებთან შეხვედრის, რადგან ალტერნატიული მსოფლიო ისეთი საფრთხის შემცველი არ არის როგორიც ეს ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურაშია მოცემული.
ბრიტანულმა სამეცნიერო აკადემიამ გაერო-ს სპეციალური სააგენტოს შექმნა შესთავაზა, რომელიც არამიწიერ ცივილიზაციასთან მოსალოდნელი შეხვედრის საკითხებზე იმუშავებს.
მოემზადეთ ხალხნოო
* * *