მოგეხსენებათ სამტრედიის ქუჩისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ხიდი იმ მსხვილი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია რაც ამჟამად თბილისში მოძრაობის მაქსიმალურ შემსუბუქებას ემსახურება .

პირველ რიგში ავღნიშნავ , რომ როგორც ითქვა ხიდი იქნება ბაგირზე დაკიდებული
ჩემი აზრით ამ ხიდს ბევრ პლიუსთან ერთად უამრავი მინუსიც აქვს. არამგონია ხიდთან შუქნიშანი დადგეს შესბამისად სამტერიის ქუჩიდან სანაპიროს მხრიდან ელიავასკენ მიმავალი მიმრართულებაც მოიკვეთება , თუ არ გაკეთდა დამატებითი ასავლელი ხიდები , როგორიც ამჟამად გმირთა მოედანზე გაკეთდა.
აგრეთვე დიდუბის ზემოთ მდებარე უბნები (სანზონა, ნახალოვკა და ა.შ) საბურთალოზე გადასასვლელად გამოიყენებენ ამ ხიდს. მოგეხსენებათ სამტრედიის ქუჩის ზომა . საკმაოდ ვიწრო ქუჩაა და არამგონია ამხელა დატვირთვას გაუძლოს. გაფართოების პერსპექტივას კი ვერ ვხედავ. მეორე საკითხია ისიც , რომ გამოფენის კუთხეში წერეთელი/სამტრედიის დამაკავშირებელ გზაჯვარედინზე მდებარე შუქნიშანი რამდენად გაუძლებს ამ ყველაფერს.
ეს ის საკითხები და პრობლემები რაც ერთი შეხედვით ჩანს. აგრეთვე პრაქტიკაშიც ალბათ ბევრი პრობლმა იჩენს თავს , თუმცა სანამ საბოლოო პროექტი არ დაიდება ამაზე საუბარი ნაადრევია.
თუმცაღა მინდა ავღნიშნო , რომ ეს ხიდი ძალიან საჭიროა ამ ადგილას. ფაქტიურად აღმაშენებლის ძეგლიდან დიღომში შემავალი მოძრაობა ამ ხიდისა და მშენებარე გვირაბის ფონზე ძალიან განიტვირთება .
This post has been edited by Junior K on 21 Jan 2011, 16:23