ქვევით ჩამოყევი და ჩამონათვალია....
როგორც დოკუმენი არასდ არ არის......
თბილისის 2011 წლის ბიუჯეტი 620,788 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო პრიორიტეტებად მოსახლეობის სოციალური დაცვა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მომსახურების გაუმჯობესება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია და თბილისის ეკონომიკური განვითარება განისაზღვრა.
დედაქალაქის ბიუჯეტში თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება – 98 505,6 მილიონი ლარითაა განსაზღვული, რომელშიც - გზების კაპიტალური და მიმდინარე შეკეთება, ეზოების შიდაკვარტლური გზებისა და გზაჯვარედინების მოწესრიგება შედის.
მოსახელობის სოციალურ პროგრამებზე, 63 838,5მლ. ლარია გათვალისწინებული, რაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებას, კომუნალური გადასახადებისა და მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციას, სპორტულ და სახელოვნებო სკოლებში სწავლებას, მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევას, ქ. თბილისში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსიის დანამატის უზრუნველყოფასა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიანი ტარიფით მგზავრობას ითვალისწინებს.
მოსახლეობისთვის მომსახურების გაუმჯობესება ბიუჯეტში 32 362,0 მილიონი ლარით აისახება და მასში ქ. თბილისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინსტიტუტის განვითარება, ლიფტების რეაბილიტაცია და მიმდინარე შეკეთება, სადარბაზოების მოწესრიგება და თბილისის მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული და საადვოკატო მომსახურება შედის.
თბილისის ეკონომიკის განვითარების ხელშესაწყობად ბიუჯეტიდან 5279,5 მილიონი ლარი გაიხარჯება და იგი მოქალაქეთა გადამზადების კურსებს, ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელსეწყობასა და მცირე და საშუალო ბიზნესის იაფი სესხით უზრუნველყოფას მოხმარდება.
პროგრამისთვის "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე’’ - 64414,7 მილიონი ლარი გამოიყო და მასში მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობსება, სამშენებლო ბიზნესის ხელშეწყობა და ძველი თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარება შედის.
რაც შეეხება ქალაქის დასუფთავებასა და სანიტარულ წესრიგს, რომელიც ქალაქის დაგვა-დასუფთავებას, ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონის მოვლა-პატრონობასა და ძველი პოლიგონების დახურვა-კონსერვაციას მოიცავს, ბიუჯეტიდან 50823,3 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ქალაქის გამწვანება- 12380,0 მილიონი ლარით განიზაღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის ცენტრალური მაგისტრალების გამწვანება და ბაღებისა და სკვერების მოვლა პატრონობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ასევე მოხდება საბავშვო ბაგა-ბაღების ერთ ბავშვზე გათვლილი ნორმატივით დაფინანსება, რომელიც ბიუჯეტიდან - 45160,5 მილიონი ლარით დაფინანსდება.
ქალაქგანათება კი თბილისის ბიუჯეტიდან 15 000.0 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელშიც გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია და რეაბილიტაცია შედის.
2011 წლის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 123 მილიონი ლარით ნაკლებია, რაც საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების კრიტიკას იწვევს. აღნიშნულ ფაქტს საკრებულოს უმრავესობის წარმომადგენლები ერთჯერადი პროექტების, დასრულებით ხსნიან. თბილისის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თამაზ შოშიაშვილის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში თანხები არ მცირდება.
"მინდა ავღნიშნო, რომ ბიუჯეტის შემცირება გამოიწვია ერთჯერადი პროექტების დასრულებამ. ესენია: თამარაშვილისა და გმირთა მოედნის პროექტი, რომელიც უკვე დასრულებულია. ეს გახლდათ ერთჯერადი ტრანსფერი. ასევე დასრულებულია ვაშლიჯვრის პროექტი, სადაც გაიხსნა ახალი გზა. უკვე ბოლომდეა მიყვანილი ქალაქგანათების პროექტი, მოგეხსენებათ რომ თბილისი სრულიად განათებულია, გამოყენებულია ეკო-ნათურები. მინდა ავღნიშნო, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ მუხლებში არანაირი შემცირება არ არის, პირიქით, ორივე მუხლში დამატებულია პროგრამა, რომელიც თბილისში მცხოვრები დევნილების გაზიფიცირებას ეხება” – განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.
http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=...=6&info_id=1312