Lieder_Timპირდაპირ როგორ?
ვიმსჯელოთ.
თუ ვარაზისხევიდან მოხვედრაზეა ლაპარაკი, ალბათ ესტაკადის ქვეში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვარაზისხევის ზემოთკენ მოძრავ ყველა ნაკადთან ექნებოდა თანაკვეთა.
ესტაკადის ქვეშ ორი ვარიანტია: ხეობიდან მომავალი გზის მარჯვნივ, ან ხეობიდან მომავალი გზის მარცხნივ.
I შექმნიდა 2 უხერხულობას: რუსთაველი-ხეობა და ხეობა-მოედანი გადაიკვეთებოდა წერტილოვნად და თან ხეობის გზა მოედანთან იქნებოდა შორს, ანუ ვარაზისხევზე რაღაც პონტში მოუწევდათ ქვევით ჩამოსვლა. ანუ წრეზე ვერ შევიდოდა.
რჩება ერთი ვარიანტი, ხეობაში შემავალი გზა ყოფილიყო ესტაკადის ქვეშ, ხეობიდან მომავალი გზის მარცხნივ.
აქ სატრანსპორტო კუთხით უხერხულობა არაა, მხოლოდ სამშენებლო კუთხითაა.
ალბათ ლოგუკურია ეგ გზა შეუერთდეს ზოოპარკის გვირაბის თავზე გამავალ გზას. იქ ან ხიდი, ან დიდი მიწაყრილი დაჭირდებოდათ.
როგორც 100 დან 100 შემთხვევაში დადსტურდა, ხიდი გააკეთეს მხოლოდ იქ სადაც ქვეშ სხვა ტრანსპორტი მოძრაობს.
დაწმუნებით გეტყვი რომ მიწაყრილს გააკეთებდნენ.
პრინციპში მანდ დიდი ადგილი არ ჭირდება, 1 ზოლიანი შესასველი ეყოფოდა, ისევე როგორც მოედნის ყველა პანდუსია.

მაგრამ მთავარი, სადაც ვიჭედებით არის სხვა:

რა თქმა უნდა, იფიქრებთ, რა უნდა ვარაზისხევის ამოჩიჩქვნას და მაგ სიმაღლის მაგგვარად გაზრდასო, მაგრამ ზუსტად მანდ გადის მდინარე ვერეს ძველი გვირაბი. (კომუნისტების გაკეთებული)

თან წრიული პანდუსი მაინც გასაკეთებელი იქნებოდა, იმიტომ რომ ტელევიზიის, თამარ მეფის ან ლაგუნას პანდუსებზე რომ რამე ინციდენტი მოხდეს ალტერნატიული გზა იყოს.
This post has been edited by Kublicha on 23 Nov 2010, 12:56