"გმირთა მოედნის ესტაკადამ ახალი საცობები წარმოქმნა"
"თბილისმა საცობებს თავი ვერ დააღწია. მიუხედავად იმისა, რომ გმირთა მოედანზე ევროსატანდარტების ესტაკადა აშენდა, ამ ტერიტორიაზე მოძრაობის განტვირთვა მაინც ვერ მოხდა. უფრო მეტიც, პიკის საათებში მოედანზე საკმაოდ დიდი საცობი წარმოიქმნება, რაც როგორც მძღოლების, ასევე მგზავრების გაღიზიანებას იწვევს. არადა, ამ მაგისტრალის მშენებლობის დაწყებამდე სააკაშვილიცა და უგულავაც ერთხმად ირწმუნებოდნენ, რომ მისი ერთი ფრთის გახსნის დღიდანაც კი თბილისის ცენტრალურ უბნებში მოძრაობა სავსებით თუ არა, ნაწილობრივ მაინც განიტვირთებოდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გმირთა მოედნის ესტაკადამ ახალი საცობები წარმოქმნა / "იქ რომ ვინმეს მანქანა გაუფუჭდეს, ჩათვალეთ, რომ იმ ტერიტორიიდან გამოსაყვანად თითქმის მთელი დღე დასჭირდება".
"ვარაზისხევი-თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თითქმის სრულდება, მაგრამ ამით თბილისში გადაადგლების პრობლემა არ მოგვარებულა. საცობი გმირთა მოედანზე ისევეა, როგორც მანამდე იყო. უფრო მეტიც, გზის დავიწროების გამო ხშირად, განსაკუთრებით კი პიკის საათებში, მოედანზე გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. კუს ნაბიჯით მოძრავი ავტომობილების კოლონა ერთი მხრივ თამარ მეფიის ხიდამდე, მეორე მხრივ კი ტელევიზიის შენობამდე აღწევს", - აღნიშნავს გამოცემა.
"ესტაკადამ ტერიტორიის ამ მონაკვეთის არათუ განტვირთვა, არამედ დატვირთვა გამოიწვია. მას შემდეგ, რაც ესტაკადა გაიხსნა, პიკის საათებში გმირთა მოედანზე გავლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. არის უზარმაზარი საცობი, რაც, რა თქმა უნდა, მძღოლების გაღიზიანებას იწვევს... როგორც კი სასწავლო პროცესი დაიწყება, თბილისი ისევ საცობების ქალაქად იქცევა. აღმაშენებლის გამზირი, ვახუშტის ხიდი, გმირთა მოედანი, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, წერეთლის გამზირი - მთელი ქალაქი საცობებია. მერიაში ამბობენ, რომ აპირებენ შემოვლითი გზების მშენებლობას, ქუჩების განტვირთვას, მაგრამ როგორც ჩანს, არ გამოსდით", - აცხადებს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში საავტომობილო სფეროს ექსპერტი ზვიად კანდელაკი და დასძენს:
"ქალაქის განტვირთვისთვის საჭირო იყო მთელი რიგი კომპლექსური სამუშაოების ჩატარება, მანამდე კი სპეციალური პროექტის შემუშავება. ნაჩქარევმა ახალმა პროექტმა კი, ვგულისხმობ ესტაკადას, შედეგი ვერ გამოიღო".
"გარდა გმირთა მოედნისა, მუდმივი საცობია აღმაშენებლის გამზირზეც, რომელსაც სააკაშვილი საფეხმავლოდ გადაკეთებას უპირებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს პროექტი რეალურად განხორციელდა, მძღოლები არ გამორიცხავენ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ეს მონაკვეთი, გარდა აღმაშენებლის ქუჩისა, საერთოდ გაუვალი გახდეს", - აღნიშნავს გამოცემა.
http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...3-04122010.htmlვსო. ესტაკადამ არ გაამართლა. ჩავფლავდით. დახურეთ თემა.
This post has been edited by Geronti on 4 Dec 2010, 16:53