გმირთა მოედნის ესტაკადამ ახალი საცობები წარმოქმნა „ნაჩქარევმა პროექტმა შედეგი ვერ გამოიღო“
გაზეთ "რეზონანსის" მასალები
ახალი გზებისა და ესტაკადის აგების მიუხედავად თბილისში საცობები კვლავ პრობლემად რჩება. პიკის საათებში გმირთა მოედანზე საკმაოდ დიდი საცობები წარმოიქმნება მიუხედავად იმისა, რომ ახალი ესტაკადის მშენებლობის დაწყებამდე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა აცხადებდნენ, რომ მისი ერთი ფრთის გახსნაც კი თბილისის ცენტრალურ უბნებში მოძრაობის სრულად თუ არა, ნაწილობრივ განტვირთვას მაინც გამოიწვევდა.
ვარაზისხევი-თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თითქმის სრულდება, მაგრამ ამით თბილისში გადაადგილების პრობლემა არ მოგვარებულა. საცობი გმირთა მოედანზე იგივეა, რაც მანამდე იყო. მეტიც: გზის დავიწროების გამო ხშირად, განსაკუთრებით კი პიკის საათებში მოედანზე გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგისტრალის მშენებლობა მერიას მთლიანად 80 მილიონი ლარი უჯდება.
მშენებლობა ივლისში დაიწყო. პროექტის ფარგლებში მდინარე ვერეზე ხუთი ხიდი აშენდება, ორდონიანი კვანძი გმირთა მოედანზე ხილიანის ქუჩიდან ვაკის მიმართულებით გადის. გარდა ამისა, მაგისტრალზე მოეწყობა სამი ესტაკადა. მათ შორის თამარაშვილის ქუჩიდან გასასვლელი 480 მ სიგრძისა და გმირთა მოედანზე გასასვლელი 520 მეტრიანი ესტაკადები.
საავტომობილო სფეროს ექსპერტის ზვიად კანდელაკის განცხადებით, ესტაკადამ ამ მონაკვეთის არათუ განტვირთვა, არამედ დატვირთვა გამოიწვია.
„მას შემდეგ, რაც ესტაკადა გაიხსნა, პიკის საათებში გმირთა მოედანზე გავლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. არის უზარმაზარი საცობი, რაც მძღოლების გაღიზიანებას იწვევს. ხშირად ესტაკადაზე მიმავალი მანქანების რიგი თამარ მეფის ხიდამდე ჩადის. თანაც ცუდია ისიც, რომ ესტაკადას იმდენად ვიწრო შესასვლელი აქვს, რომ მხოლოდ ერთი მანქანა თუ ეტევა. იქ რომ ვინმეს მანქანა გაუფუჭდეს, მის გამოსაყვანად მთელი დღე იქნება საჭირო, ხოლო საცობის „გახსნას“ მთელი დღე-ღამე დასჭირდება,“ - აცხადებს კანდელაკი.
მისი შეფასებით, მერია ვერ ახერხებს შემოვლითი მშენებლობების საშუალებით ქუჩების განტვირთვას.
„იმისთვის, რომ ქალაქის განტვირთვა მომხდარიყო, საჭირო იყო მთელი რიგი კომპლექსური სამუშაოების ჩატარება, მანამდე კი სპეციალური პროექტის შემუშავება. ესტაკადის ნაჩქარევმა პროექტმა კი შედეგი ვერ გამოიღო,“ - ამბობს ექსპერტი.
http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=21412&ct=6
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение
Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги