მე აირზენანს განუვითარებლობის უფროი სხვა ვერსია მაქვს,რაღაც არ მჯერა იმის რომ გაიაშვილი გაპარული და რამეე, დავიჯერო ფეხებზე ჰკიდია თავისი კომპანია? შანსი არააა, და აირზენა ვერ კი არა არ ვითარდება,და არ ვიცი რატომ, მას ნებისმიერ დროს შეეძლო გააქტიურება და ეს არ გააკეთა.მიკვირს რატომ. თუ რამე დროზე არ შეიცვალა არმავია ან აზალი დაიპყრობს ამ რეგიონს,ნუ თურქიში ხო ვაბშეეე
* * *
პეგასუსი“: ქართულ ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს
„სხვა კომპანიები ფასში მოსაკრებლის გადასახადს არ თვლიან“
რადიო "კომერსანტი," FM 95,5
ავიაკომპანია “პეგასუსი” საკუთარ უკონკურენციობაზე საუბრობს. კომპანიის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ლევან ელიზბარაშვილის თქმით, მათ ქართულ ბაზარზე დაბალი ფასების მხრივ კონკურენტი ამ დრომდე არ ჰყავთ: სხვა კომპანიები, რომლებიც ბილეთების დაბალი ფასის შესახებ იტყობინებიან, ფასში მოსაკრებლის გადასახადს არ თვლიან, რაც ხშირად შესაძლოა ბილეთის ფასის ოდენობის იყოს. მისივე თქმით, “პეგასუსი” ევროპაში მგზავრების გადაყვანის კუთხით ბაზრის ლიდერია.
პოლონური ავიაკომპანია “ლოტის” ქართულ წარმომადგენლობაში ადასტურებენ, რომ ზამთრის პერიოდში ბაზარზე კონკურენცია გამძაფრდა. თუმცა, მათი მტკიცებით, “პეგასუსის” უპირობო ლიდერობაზე საუბარი არასწორია. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, “ლოტი” ქართულ ბაზარზე არსებული მგზავრთნაკადით კმაყოფილია. მისივე განმარტებით, ბაზარზე ყოველთვის იქნებიან ისეთი მგზავრები, რომლებიც შედარებით მეტის გადახდას თუმცა კომფორტულ მგზავრობას არჩევენ. ზამთრის პერიოდში მაღალ კონკურენციას გიორგი ლიპარტელიანი სეზონური ფაქტორით ხსნის და ამბობს, რომ ზამთარში როგორც წესი მგზავრების რაოდენობა იკლებს და კონკურენციაც მძაფრდება.