არადა ესეც მართალია,მარა მგონი აჯობებს დავრჩეთ იქ სადაც ვართ.
კოკაკო და დათო თემის გახსნა არ გინდათ?
მე განა უარს ვამბობ თემის გახსნაზე?

უბრალოდ მაინტერესებს სხვა მსურველები თუ არიან, პარანოიდ შენ?
მე კიდე მეგონა ამ ნიუსს ახალ თემაში დავპოსტავდი მარა არაუშავსს

ირანული “ატა ” ფრენებს დღეს იწყებს
ირანული “ატა ეარლაინსი” ქართულ ბაზარზე ფრენებს ოფიციალურად დღეს დაიწყებს. ავიაკომპანია ქვეყანაში თბილისის აეროპორტის თურქმა ოპერატორმა შემოუყვანა. „ტავ ურბან ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ რეისები პირველ ეტაპზე მხოლოდ თეირანის მიმართულებით, კვირაში ორჯერ შესრულდება.
„ატა ეარლაინსი“ 150–ადგილიანი თვითმფრინავით იფრენს და უკვე ცნობილია რომ “ატა” დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია არ არის. წლის ბოლომდე “ტავი” ქართულ ბაზარზე იტალიური და ჩინური ავიაკომპანიების შემოყვანასაც გეგმავს, მოლაპარაკებებში ეკონომიკის სამინისტროა ჩართული. “ტავი” ქართულ ბაზარზე ავიაკომპანიების შემოყვანას მგზავრთნაკადის გასაზრდელად ცდილობს