რავიცი რას გაუგებ შენ აირზენასსს

ევროპის უამინდობა ქართულ ავიაკომპანიებზეც აისახა
კომპანიებმა საახალწლოდ დაგეგმილი შემოსავლები ვერ მიიღეს
რადიო "კომერსანტი", FM 95,5
ავიაკომპანიების ნაწილს სადღესასწაულო პერიოდში კლიენტურა გაეზარდა, თუმცა გაყიდვების ზრდა დაგეგმილზე ნაკლებად მოხდა. ავიაკომპანია “პეგასუსში” აცხადებენ, რომ შობა-ახალი წლის პერიოდში მუშაობით კმაყოფილი არიან, თუმცა მოლოდინი მეტი იყო.
მათი განმარტებით, ევროპაში არსებული უამინდობის გამო, მოსახლეობამ გამგზავრებისგან თავი შეიკავა.
„პეგასუსს“ საახალწლოდ 20%–იანი ზრდა ჰქონდა, ხოლო ძირითადი მოთხოვნა პარიზზე იყო. ავიაკომპანია “აირზენაში” განმარტავენ, რომ გარკვეული მიმართულებებით მგზავრების ნაკადი გაიზარდა, თუმცა ჯამში დიდი ბრუნვა არ ყოფილა. მენეჯმენტის განცხადებით, მოთხოვნა ძირითადად მოსკოვის და თელ–ავივის რეისებზე დაფიქსირდა. “აირზენა” 2011 წელს ტურისტების ნაკადს ირანიდან ელოდება და ახალი მიმართულებების დამატებასაც არ გამორიცხავს.