თბილისელებს დღეიდან ახალი, 2011 წლის „ფორდის“ მარკის, ყვითელი ფერის მიკროავტობუსები მოემსახურება. პირველ ეტაპზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან, ვაკე-საბურთალოს გავლით, 300,არაგველების მეტრომდე მოძრავი 4 ნომრის სამარშრუტო ხაზზე 36 მანქანა გავა.
მიკროავტობუსებში მგზავრები გადახდის ტრადიციული სისტემიდან თანამედროვე საბარათე სისტემაზე გადავლენ, საფასურის გადახდა ბარათით მოხდება. მიკროავტობუსით გადაადგილების დროს ფასდაკლება იმოქმედებს.
ყველა ის მგზავრი, რომელიც მიკროავტობუსში ელექტრონულ ბარათს გამოიყენებს, პირველი მგზავრობის შემდეგ შეღავათებით ისარგებლებს და ყოველი შემდგომ მგზავრობაზე ფასდაკლება ექნება.
შეღავათი გავრცელდება სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე. ისინი მგზავრობის ღირებულების ნახევარს გადაიხდიან, მეორე ნახევარს კი თბილისის მერია დაფარავს.
ახალი მიკროავტობუსების თითოეული მძღოლი და მგზავრი დაზღვეული იქნება. მიკროავტობუსები თანამედროვე სტანდარტებისაა, მანქანები აღჭურვილია კონდიცირების სისტემით.
სატრანსპორტო კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსი” 2010 წელს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ოთხ კომპანიას უწევს მმართველობას.
2012 წლის იანვრამდე ქალაქში არსებული ყველა სამარშრუტო ტაქსს ახალი მანქანებით ჩაანაცვლებს. კომპანია ვალდებულია, რომ დაასაქმოს ყველა ის მძღოლი, რომელიც ამ სფეროში მუშაობდა.
http://www.onlinenews.ge/index.php?id=11874&lang=geoანუ ხელზეც იქნება ფულსი მიცემა და ბარათითაც და ბარათს თუ გამოიყენებ შემდეგზე სეილი გეკუთვნის
მაგრამ ფეხზე რატომ დგანან??!!
ZEUS