თბილისში
15 ოქტომბრიდან ყვითელი ფერის სამარშრუტო ტაქსები იმოძრავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, თბილისში სამარშრუტო ტაქსებისთვის ჩატარებული ტენდერის შედეგად მიიღეს .
როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიაში შექმნილი სპეციალური სატენდერო კომისიის წევრმა, ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელმა ლავრენტი ალანიამ განუცხადა, ტენდერში გამარჯვებულ ოთხ კომპანიასთან მერია ხელშეკრულებას ერთი თვის შემდეგ გააფორმებს. კომპანიები კი დედაქალაქში ყვითელი ფერის სამარშრუტო ტაქსებს ოქტომბრისთვის შემოიყვანენ. მათ კონდიცირების სისტემაც უნდა გააჩნდეს. სამარშრუტო ტაქსები
2011 წლის გამოშვების "ფორდტრანზიტის" მარკის იქნება, რაც გადამყვანი კომპანიის გამოსავლენად მერიის მიერ გამართული ტენდერის პირობებითაა გათვალისწინებული.
ლოტი #1, ვაკე-საბურთალოს რაიონი
შპს "თბილ ლაინი"
ლოტი #2, ძველი თბილისი-დიდგორის რაიონი
შპს "კაპიტალ გრუპი"
ლოტი #3, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი
შპს "თბილ ქარი"
ლოტი #4, გლდანი-ნაძალადევის რაიონი
შპს "თბილ ლაინი"
ლოტი #5, ისანი-სამგორის რაიონი
შპს "ფაბლიქ ქარი"
კარგი შეკვეთა დაირტყა თურქეთმა .....

იმედია იპნ-ს სურათს არავინ მიაქცევს ყურადღებას
This post has been edited by da_to on 31 Jan 2011, 20:34