ძალიან ცუდი.
კი კაია კომფორტი რათქმაუნდა, მაგრამ ფასი უმთავრესია მგონი მაინც.
დღეში 4-5-ჯერ რომ მგზავრობ ძნელია 5 ლარი დატოვო მარტო ტრანსპორტში.
მაგას ჯობია სკუტერი დაითრიოს ერთი კაცმა და 5 ლარის ბენზინით 3 წრეს დაარტყავს მთელ თბილისს

ჰოდა მეორე ფაქტორიც. დღესდღეობით ბევრი ახალი მარშუტკა შემოვიდა და შეიძლება ითქვას რომ თითქმის ნახევარი სპრინტერებია.
არ შეიძლება დაედგინათ რაღაც მოთხოვნები და დანარჩენი ნახევარიც ამ სპრინტერებით ჩაენაცვლებინათ?
27 ნომერზე, რამდენიმე მაგარი საკაიფო დიდი სპრინტერი დადის, სისუფთავეც როა, კულტურული მძღოლიც როა და კონდიციონერითაც.
ამ კაცს 20-მდე დაუჯდა ეს მანქანა და 1 წელიც არაა რაც შემოიყვანა. წვალობს, 50 თეთრი აქვს მგზავრობის საფასური (მაშინ როცა დაფეხვილი მარშუტკებიც 50 თეთრი ღირს) და ეხლა ეუბნებიან რომ ტყუილად გადაყარა ის 20 და ახალი ტრანსპორტი უნდა შემოიყვანონ.
27 ნომერზე მარტო 5 ასეთი მარშუტკაა და დანარცენ ხაზებზე კიდევ რამდენი.
რას უპირებენ ამ ხალხს?
მითუმეტეს რომ ეგ ახალი ფორდები უფრო მალე გამოვა მწყობრიდან, ვიდრე ეს 10 წლის სპრინტერები.
უაზრო პროექტია, ხალხის მოწველაზე მიმართული.
უკეთესი იქნებოდა სტანდარტები შემოეღოთ და რომელი მარშუტკაც ვერ დააკმაყოფილებდა, ახლით ჩაანაცვლებდნენ.