არაფერი "რაღაცნაირად", ჩვეულებრივი განათებაა. დღეს გავიარე მაგ გზაზე, ამკრძალავი ნიშნის მიუხედავად,
და შემიძლია პირველი შთაბეჭდილებებიც გაგიზიაროთ:
ადრიანი დილაა, შვიდი საათი, მაგრამ სამშენებლო ტექნიკა და მუშები უკვე ადგილზე არიან


გზა ძალიან ლამაზია, თავისი ნისლიანი ”უღელტეხილით”

მაღალი ადგილია და მშვენიერი ხედი იშლება ქალაქზე.

ვგრძნობ, რომ აქ მალე ინტენსიური მშენებლობა გაჩაღდება. სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ, თუ გიგანტურ კორპუსებს არ წამოჭიმავენ და ტერიტორიის მესამედზე მაინც გააშენებენ ტყე პარკს. ასე იქნება თუ არა არ ვიცი, მაგრამ როგორც რუსები ამბობენ ”მეჩტატ ნე ვრედნო” .
ნაგავს თუ მოვაშორებთ, მშვენიერი გადასახედი გაიხსნება სანაპიროსა და დიდუბეზე

სავალი ნაწილი პრაქტიკულად დამთავრებულია და ამკრძალავი ნიშნის მიუხედავად, თბილისელები ნელ ნელა უკვე ითვისებენ გზას

ეს უკვე ვაშლიჯვარის შესასვლელია

ყველაფერი ძალიან მომეწონა და ვთვლი რომ ეს გზა შესანიშნავი საჩუქარია თბილისელებისათვის, თუმცა გადასაღებად ცოტა მოგვიანებით და მზიან ამინდში ჯობია ამოსვლა, სრული წარმოდგენა რომ შეგვექმნას ამ ადგილების სილამაზეზე.