მსგავსი ტოპიკი თუ არის ვერ ვიპოვე. ამიტომ დავწერ.
დღეს მომიწია თბილისის შემოსავლელი გზით მგზავრობა.
ლილოდან შესასვლელი და თითქმის მთელი გზა რა თქმა უნდა ძველია მაგრამ ასატანი და 80-100-აც კი ივლი.
ალაგ ალაგ ახალი დალატკულიაცაა. მაგრამ მიახლოვდები თუ არა გლდანის ტერიტორიებს არის 2 კილომეტრიანი კატასტროფა. ეტყობა რომ ოდესღაც დაიწყეს კეთება და მერე ესე მოხრეშილი მიატოვეს. მოხრეშილს არაუშავს და ქვა და ღორღს რომ ყრიან პირველ ფენას ეგაა. მიდიხარ 5 ით.
შემდგომ რაღაცა ესტაკადის ნარჩენებია, ეტყობა ადრე ხევზე იყო გადასასვლელი და მერე ნახევარი ჩაინგრა. რადგან თბილისში ტრანზიტი აკრძალულია ტრაილერები ამ გზით დადიან და ამ მონაკვეთზე საცობები დგას. მტვერი და გამონაბოქვი, თავი მეგონა რაგაც პოსტაპოკალიპტურ ფანტასტიკურ ფილმში.
ეს გზა და ამას კიდე ემატება ცეცხლმოკიდებული ნაგავსაყრელი, ისეთი ბოლი და სუნი დგას მტვერთან ერთად რომ მატორი ქვრება
მერე უცფად იწყება საკაიფო ავტობანი საუკეთესო ასფალტით, აქეთ იქით წყლის არხები და ა.შ. ძალიან ხარისხიანი საფარი. ეტყობა ეგრეც უნდა ყოფილიყო მთელი გზა.
იმედია ეს პროექტი განახლდება, ამის ნიშნებიც იყო, ახალი დაყრილი ხრეშის ბორცვები, ნაწილი მისორ მოსწორებული.
ვინმემ ხომ არ იცით რას აპირებენ ამ მიმართულებით?