უგულავა რომ თავის სიფათს ნაკლებს აპიარებდეს და შიგადაშიგ ფორუმში იხედებოდეს, გაიგებდა, რომ ჭის თავებს ძირითადად დიღომში და მის გარშემო იპარავენ და ამას უაზ-469 (კაზიოლი) ტიპის მწვანე (სამხედრო მწვანე) მანქანით ჩალიჩობენ. მიწისქვეშ ჭიდან-ჭამდე მიმავალ რკინის მილებსაც ჭრიან ნაჭრებად და ამოაქვთ იქიდან.
მანქანის ნომერია .......................... (მკითხოს უგულავამ თავად და ვეტყვი).
ჰო, და კიდევ.
ეჭვი მღრღნის, რომ ახდილი ჭები ბევრისთვის სიკეთის მომტანია და მათ შორის სახელმწიფოსთვის, რადგან ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობს; მინიმუმ დაბალი სოციალური ფენები უშემოსავლოდ არ დარჩებიან და ხელისუფლებას არ შეაგინებენ (ანუ ბუნტი არ იქნება!).
ხადავიკები კმაყოფილები არიან, "ზაპჩასტების" გამყიდველები კმაყოფილები არიან, ზაპჩასტების ჩამომტანები კმაყოფილები არიან - აბაროტი აქვთ ტავარში, პაკრიშკების ბიზნესი კმაყოფილია.
თუ მაგარი ფირმა მანქანა დაიმტვრა, პატრონი ახალს იყიდის და საბაჟო და სხვა გადასახადების სახით ბიუჯეტში სახსრები შედის; თუ პატრონმა ახალი არ იყიდა, ფირმის წარმომადგენლობაში მივა და იქ გააკეთებინებს, ე.ი. ფირმას საქმე აქვს და სახ. ბიუჯეტში იხდის. სახელმწიფო კმაყოფილია!
თუ ავარიის შედეგად სხვა მანქანებიც დაიმტვრა, ხელად პატრული გაიჩითება და აუცილებლად იპოვის ვინმე განტევების ვაცს და ჯარიმას დააკისრებს; ჯარიმა თავის მხრივ ბიუჯეტში შედის და ერთი ნაავარიევი მანქანისგან შესული ჯარიმით ბერე ორ-სამ პენსიონერს გაისტუმრებს სახელმწიფო ერთი წლის განმავლობაში.
ასე რომ,
ახდილი ჭები საქართველოს ეკონომიკის სტიმული და მამოძრავებელია!პ.ს.
მერე რა რომ მანქანის პატრონები უგულავას წინაპრებს დაულოცავენ.
საუკეთესო შემთხვევაში არჩევნებში ისევ მას მისცემენ ხმას,
უარეს შემთხვევაში კი, მანქანებით მაინცდამაინც ღარიბი და სოციალურად დაუცველი ფენები არ დადიან, ანუ ეს ხალხი ელექტორატი ისედაც არ არის და მათი აზრი და გინება ხელისუფლებას ვლადიმერ მაიაკოვსკის გრძელ სირზე ჰკიდია.
This post has been edited by MengistuKhaileMariam on 23 Sep 2006, 21:36