მოკლედ ტროტუარები და ზოგადად ქუჩის მოწყობა რაც ტფილისი თბილისი გახდა მაღალი ხარისხით არ გამოირჩეოდა არასდროს. კომუნისტების დროს რომ ფენა-ფენად აგებდნენ ასფალტს აჯღა-ბაჯღა ტროტუარებზე და ეს ფენები ასასვლელებს ჩასასვლელებად აქცევდა ხოლმე ყველამ იცით და ტელევიზორში გადაცემებიც გვინახავს.
ამ ბოლო დროს ძალიან ვიგრუზები რომ ეს მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც ფულის ტეხვის სუნიც უდის, აღორძინდა. ქალაქში მასიურად იგება ტროტუარებზე ასფალტი. თავი რომ გავანებოთ იმას რომ ასფალტი ჯერ ერთი რომ 3 გრადუსით აცხუნებს და მახინჯია და რომ ფილები ჯობია, იგება ძალიან უხარისხოდ და ხალტურით. კერძოდ:
*იგება იქ სადაც არსებულ ტროტუარს არც არაფერი ჭირს.
*სადაც მართლა დამტვრეულია და ცუდ დღეშია ტროტუარი, მისი არავითარი დამუშავება არ ხდება (გაფუჩებულ გზას მაგალითად ხომ ჯერ კუთხეებს უკეთებენ მერე გრუნტს პრესავენ და მერე აგებენ გუდრონით კუთხეებში). ანუ პირდაპირ მოდიან და ზედ ასხავენ რაც საცოდაობაა
*სადაც აგებენ ხშირად არანაირად არ ხდება კატოკით გადავლა რის შედეგადაც სასაცილოა თუ არა სატირელი სიტუაცია.
ამ ყველაფრის შედეგია რომ დიდი ფული იყრება წყალში და ბევრგან უკვე გაფუჭებულია.
ამ ყველაფრის ყურება განსაკუთრებული საცოდაობაა ძველ თბილისში რადგან ერთიორად მახინჯდება იქაურობა გალამაძების ნაცვლად.
აი რამდენიმე მაგალითი

სულ ახალი "გაკეთებული"


ძველი თბილისისს და არა მარტო-ტიპიური ტროტუარი

ეს კი ტურისტებს მოიზიდავს არა