მოგესალმებით ფორუმელებო,
ყველამ კარგად ვიცით რა საშინელებაც ტრიალებს ჩვენ ქალაქში დაზიანებული ასფალტის საფარის კუთხით. მე გთავაზობთ ქალაქის ხელმძღვანელობამ და მოსახლეობამ ერთად ვცადოთ ამ პრობლემის მოგვარება/გამოსწორება. შესაძლებელია ვიყვიროთ და ვიგინოთ რომ არაფერი არ კეთდება და რა საშინელება მთავრობა გვყავს, მაგრამ ამითი არაფერი არ შეიცვლება (უკეთესობისაკენ ყოველ შემთხვევაში). მეორე ვარიანტია ერთად ვცადოთ შევეჭიდოთ ამ პრობლემას.
მე გთავაზობთ ქალაქის ხელისუფლებასთან ასე ვთქვათ კონტაქტს და ინტერაქციას. თუ თქვენ მომაწვდით იმ ორმოების (ქუჩის საფარის) ჩამონათვალს, რომელიც დაზიანებულია და შესაკეთებელია, გაძლევთ გარანტიას რომ მაქსიმალურად "შემჭიდროებულ" ვადებში გადაწყდება ეს პრობლემა, ამისათვის გთხოვთ რამოდენიმე წესის დაცვას.
1. დაზიანებული საფარის ადგილმდებარეობა და ფოტო (ქვემოთ აგიხსნით ფოტოს "მიბმა" რატომაა უკეთესი).
2. ვის მიერ მოხდა დაზიანება (ეს ეხება იმ შემთხვევებს როდესაც სამუშაოებს აწარმოებს "თბილისის წყალი", "ყასტრანსგაზი", "თელასი" და ა. შ.)
ვიყოთ რეალისტები და ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ ყველა ორმო 1 კვირაში ამოვსებულ იქნება, მაგრამ ვცადოთ და თუ გამოვა ჩვენვე გაგვეხარდება მემგონი.
კიდევ ერთხელ გიმეორებთ, შედეგი იქნება და თუ როგორ ეს საიდუმლო მე ვიცოდე.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის საჭირო (სასურველი) ფოტოს მიმაგრება და იმის მითითება "გადათხრა" განხორციელდა თუ არა რომელიმე კომპანიის მიერ. მერიამ როგორც იქნა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხვადასხვა კომპანიის მიერ გაფუჭებული საქმე თვითონ აღარ "გამოასწოროს" და ეს უკვე "იწვნია" კომპანია "თბილისის წყალმა". როდესაც მერიის მაღალჩინოსნები გაესაუბრნენ ამ კომპანიის ხელმძღვანელობას და თხოვეს პრობლემის გამოსწორების დაწყება, სამწუხაროდ შედეგი ვერ იქნა მიღწეული, ამიტომ დღესდღეისობით "თბილისის წყალი" დაჯარიმებულია დაახლოებით 200 000 ლარით. მეორეს მხრივ ამ არასასურველმა ფაქტმა შედეგი გამოიღო და დღესდღეისობით ყველა კომპანიამ "პირობა დადო" (რაც ისედაც ევალებათ), რომ თებერვლის ბოლომდე ყველა მათი დაზიანებული ადგილი (მათ დაზიანეულ ადგილებში, დაზიანებულ ასფალტის საფარს ვგულისხმობ

) მათ მიერვე იქნება აღდგენილი.
ამიტომ, გთხოვთ, თუ იცით, რომ კონკრეტულ ადგილას, ამა თუ იმ კომპანიამ აწარმოა სამუშაოები ეს მიუთითეთ, ოღონდ ეცადეთ რომ შეცდომით არ მომაწოდოთ ინფორმაცია. გარწმუნებთ რომ ფოტოს დართვა ამ პროცესს დააჩქარებს.
მოდით ვცადოთ ამ "სისტემის" ამუშავება და თუ გამოვიდა, ცოტა ხანში აგიხსნით როგორ "მუშაობს" ეს სისტემა.

ბოლო თხოვნა და გავიქეცი, იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქი რბილად რომ ვთქვათ უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს, ძალიან გთხოვთ 2 დღეში რატომ არ იგება ესა თუ ის ორმოო არ იჩხუბოთ.
მადლობა ყველას ვისაც კიდევ უნდა რაიმეს შეებრძოლოს.