თბილისის მერიის ინფორმაციით, შეშელიძის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი კანონის სრული დაცვით გასხვისდა
18:20 13-07-2011
თბილისის მერიის პრესსპიკერის ინფორმაციით, შეშელიძის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი კანონის სრული დაცვით გასხვისდა.
თბილისის მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ საკრებულოს დეპუტატის, თინა ხიდაშელის იმ ბრალდებებს, უპასუხა, რომელიც გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე მდებარე მშენებლობის საკითხს ეხება. დოლიძის თქმით, აღნიშნული ნაკვეთი რეესტრში დარეგისტრირებული არ ყოფილა, რაც იურიდიულ საფუძველს იძლეოდა, აუქციონის წესით გაყიდულიყო.
~საჯარო რეესტრში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრე არ იყო დარეგისტრირებული, რომლის შემდეგ მერიაში შემოვიდა განაცხადი და კანონის დაცვით აუქციონზე მოხდა ამ ნაკვეთის გაყიდვა, სადაც ახლა მისი მფლობელი სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს~,-განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
მისივე ინფორმაციით, თუ ვინმეს აქვს აღნიშნულ მიწის ფართობზე პრეტენზია და ამასთან ერთად გააჩნია აღნიშნული ფართობის კუთვნილების რაიმე დოკუმენტი, თბილისის მერია მზადაა მოუსმინოს მას და ერთობლივი ძალისხმევით მოგვარდეს წარმოქმნილი დავა.
საკრებულოს დეპუტატმა და ~რესპუბლიკური პარტიის~ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა დღეს შეშელიძის ქუჩაზე ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ამ მიწის ფართობს, რომელიც 437 კვადრატულ მეტრს შეადგენს, წლების განმავლობაში ვალერიან გიგაური პატრონობდა, თუმცა აუქციონის ჩატარების შესახებ ის არ გააფრთხილეს და მიწის ნაკვეთი სხვა პიროვნებამ - ალექსანდრე მანველიშვილმა შეიძინა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...gaskhvisda.htmlეს ყოფილი ავტობაზრობის ტერიტორიაზე ხომ არ ეხება შემთხვევით?
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение
Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги