zabzu10

))
რავიცი თემას რამდენად შეესაბამება მაგრამ შარშან საკურსო დავწერე გზებზე სარემონტო სამუშაოების შესახებ
თბილისშიც ხმარობენ ამ ტექნოლოგიას მაგრამ ძალიან ბევრი დარღვევით და რავი იქნებ ვინმემ მერიიდან გადაიკითხოს და გამოასწორონ ეგ საკითხი..
საავტომობილო გზებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების
თანამედროვე ტექნოლოგიები
ნებისმიერი ქვეყნის არსებობისა და განვითარების აუცილებელი პირობა ტრანსპორტის ეფექტური მუშაობაა. საავტომობილო ტრანსპორტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რადგან მხოლოდ მას შეუძლია შეასრულოს სამუშაო “კარიდან-კარამდე”, ანუ გადაზიდოს ტვირთი მწარმოებლიდან მომხმარებლამდე სხვა სახეობის ტრანსპორტის დახმარების გარეშე. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია საავტომობილო გზების ხარისხზე.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოში მკვეთრად გაიზარდა მოძრაობის ინტენსიობა და გადაზიდვების რაოდენობა, (შესაბამისად გაიზარდა ღერძული დატვირთვები) ამიტომ, გზების მოვლა შენახვის საკითხი აქტუალური და პრობლემატური გახდა.
საავტომობილო გზის საფარი, რომ შეესაბამებოდეს საექსპლუატაციო ნორმებს საჭიროა დეფექტების აღმოჩენა და მათი დროული რეაბილიტაცია.
საავტომობილო გზებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის გამოიყენება 3 ძირითად ტექნოლოგია:
1. რეაბილიტირება ინჟექტორული ტექნოლოგიით.
ინჟექტორული ტექნოლოგია სწრაფი, ეკონომიური და ეფექტური საშუალებაა გზაზე ორმული დეფექტების აღმოსაფხვრელად. ინჟექტორული ტექნოლოგიის გამოყენებით ორმოების ამოვსებამდე საჭიროა რამოდენიმე ღონისძიების ჩატარება:
1. ღრმულის გასუფთავება ჰაერის წნევით, იხ. სურ. 1. (აგრეთვე შესაძლებელია წყლის დამატება გამჯდარი ტალახის მოსაცილებლად).
2. ზედაპირზე პოლიმოდიფიცირებული ბიტუმის ემულსიის მოსხმა იხ. სურ. 2. რეკომენდირებულია სწრაფად განშლადი ემულსიის გამოყენება, რომელშიც ბიტუმის შემცველობა არ აღემატება 60-70%
3. ნარევის დაყრა და შემჭიდროვება იხ. სურ. 3. ორმოს სიღრმის მიხედვით განისაზღვრება ნარევში ფრაქციების ზომა, რომლიც მერყეობს 0-10 მმ-მდე.
4. მშრალი მოყრა იხ. სურ. 4. ორმოს ნარევით ამოვსების შემდეგ, ავტომობილის საბურავებმა ნარევის ცალკეული ნაწილაკები, რომ არ გაიტანონ დამუშავებული ზედაპირიდან საჭიროა მშრალი წვრილმარცვლოვანი ფრაქციის მოყრა.

.
რეაბილიტირება ინჟექტორული მეთოდით
ინჟექტორული ტექნოლოგიის რეალიზება ხდება მისაბმელი და მობილური მექანიზმების საშუალებით, რომლებიც დღესდღეობით ფართოდ არის გავრცელებული. მექანიზმი აღჭურვილია ორი ინერტული მასალის მიმღები ბუნკერით, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია სხვადასხვა ფრაქციის ინერტული მასალის ტრანსპორტირება. მექანიზმ ასევე აღჭურვილია ბიტუმის ემუილსიისა და წყლის ავზებით. მექანიზმს ასევე გააჩნია ჰაერის წნევის დანადგარი, დოზირების სისტემა და სამართავი პულტი. სამართავი პულტის საშუალებით ოპერატორი შეძლებს გააკონტროლოს დაგების ტექნოლოგია და ზედმიწევნით დაიცვას ტექნოლოგიური პროცესი იხ. სურ. 5.

იხ. სურ. 5. ინჟექტორული ტექნოლოგიის გამოყენებით
დეფექტის აღმოფხვრის პროცესი.
ზემოთ ხსენებული ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მშრალ ამინდში, რადგან წვიმის ან თოვლის დროს ინჟექტორული მეთოდით დეფექტების აღმოფხვრა არარეკომენდირებულია და იძლევა უარყოფით შედეგს