დღევანდელი დღე კარგად ადასტურებს ჩემს თეორიას საცობების და უეცარი აციების პროპორციულობაზე.
დღეს ბულაჩაურის ქუჩაზე იყო საცობი, სადაც რამდენი წელია აღარ ყოფილა, რადიოები ლამის ყველა ქუჩას გადატვირთულად აცხადებდნენ თავიანთ რუბრიკაში, საღამოს ვერეს ხეობაში ზუსტად პოლიციიდან იწყებოდა საცობი (აქამდე ეგეთს არ შევსწრებივარ), ლაგუნას საცობი იმხელა იყო რომ გმირთა მოედნის ძველი გვირაბი იყო ჩახერგილი. არადა ლაგუნასთან ძველი სიტუაცია რომ ყოფილიყო, ვერ წარმომიდგენია რა მოხდებოდა.
დამასწრო ინტერპრესმა დაწერა:
უამინდობის გამო თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია
18:57 07-11-2011
უამინდობის გამო დღეს, მთელი დღის განმავლობაში თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.
საცობებმა განსაკუთრებით ბოლო ერთი საათის განმავლობაში იმატა. ამ დროისთვის საცობებია საბურთალოს რაიონში - პეკინის, კოსტავას, შარტავასა და მათ მიმდებარე ქუჩებზე, ასევე, სააკაძისა და გმირთა მოედნებზე.
ავტომობილების მოძრაობა გართულებულია თბილისის სხვა ცენტრალურ ქუჩებზეც. გადატვირთულია მტკვრის სანაპიროებიც.
გარდა თბილისისა, ტრანსპორტის გადაადგილება დღეს თოვლისა და უამინდობის გამო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ქალაქებშიც გართულებული იყო. პრობლემები იყო ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალზე, იგოეთის მონაკვეთთანაც.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...erkhebulia.html
This post has been edited by Kublicha on 7 Nov 2011, 19:50