LaSKeN1+1შევეშვათ ამ თერმაში სქესობრივ გაუკუღმართებაზე საუბარს. მაგისთვის განყ. "ჯანმრთელობა და მედიცინა" არსებობს.
სჯობს ტრამვაის აღმართებს დავუბრუნდეთ.
..........................................
ნამდვილად ვიცი რომ ჭავჭავაძეზე, ლოკომოტივის სტადიონთან არის 8%.
ამის მიხედვით შეგვიძლია თვალის ზომით წარმოვიდგინოთ თუ რამდენი %-ია სხვა აღმართებზე.
ტოპოგადაღებაზეც შეიძლება ნახვა და იზოჰიფსების მიხედვით აღმართის დახრილობის გამოთვლა, მაგრამ თბილქალაქპროექტის გეოფონდის არქივში 1 ფურცელი A4-ის ქსეროქსში 5 ლარი მომთხოვეს...
თუ ვიშოვე თბილისის გენ-გეგმა M 1:2000, ზუსტი პასუხი გვექნება ყველა აღმართზე.
მანამდე კი მოგვიწევს მკითხავობით შემოვიფარგლოთ.
.............................................
კოსტავას გამზირი, ტელევიზიისა და ГПИ-ს I და II კორპუსებს შორის, იქნება სადღაც 9%.
ჩვენთან რომ რუსული წარმოების KTM-5 მოდელის ვაგონები დადიოდნენ 1969-2006 წლებში, იმათ 13-14%-იან აღმართებზე შეეძლოთ ასვლა და დაახლოებით ასეთივე დახრილობის იყო აღმართები ლოტკინზე (ჩოდრიშვილის ქუჩის ბოლოში) და ისანში (ნავთლუღის აღმართი, ისნის ჰოსპიტალთან).
თბილისზე გაცილებით უფრო მთაგორიანია ლისაბონი, სადაც განსხვავებული მოდელის ვაგონები უპრობლემოდ დადიან.
ა.გ. ზოგადად ტრამვაისათვის პრობლემას არ წარმოადგენს აღმართების დაძლევა.