ჯერ ესტონეთამდეც ბევრი გვიკლია, ჩვენ კი უკვე საფრანგეთის დონის ვაგონები გვინდა...
ბრილიანტის ინკრუსტრაციითაც კარგი იქნებოდა, მაგრამ უკაცრავად და გვაქვს მაგის ჯენიფერ ლოპესი?!
ამიტომაც სჯობს ტყლარჭვა-პაკაზუხობას თავი დავანებოთ და ცოტა უფრო პრაგმატულები ვიყოთ.
ჯერ ჩეხეთის და პოლონეთის დონის ტრამვაი გავაკეთოთ და 5-10 წლის მერე დავფიქრდეთ და თუ შევძლებთ, მერე დავიწყოთ დამატებით უკეთესი, უფრო ძვირადღირებული ვაგონების ყიდვა.
...........................................................
მე არ ვამბობ ხარისხის ხარჯზე გავაკეთოთ მეთქი ეკონომია.
ფასი ყოველთვის ხარისხის პირდაპირპროპორციული არაა.
მე ვარიოს ვემხრობი. Vario LF+

ეს Vario LF2+ 0,7 მლნ. ევრო დაჯდა. 22,6 მეტრის სიგრძისაა. სამსექციური, 30 მეტრიანი Vario LF3+ დაახლ. 0,9-1 მლნ. ევრო ეღირება.
მაშინ, როდესაც 30 მეტრიანი სიტადისები და შკოდები ~2,5 მლნ. ღირს.
* * *
საწყის ეტაპზე ისედაც მხოლოდ 20-22 მეტრიანი ვაგონები გვჭირდება და თავიდან, 1-2 მარშრუტზე იყოს ვარიოები და მერე, შემდეგი ხაზების გახსნისას თუ აღმოვაჩენთ, რომ ფული თავზე საყრელად გვაქვს, დავამატოთ სიტადისები.
თუმცაღა რაღაც ძალიან მეეჭვება ფული თავზესაყრელად მოგვრჩეს.
როგორც წესი, უმეტესად მშენებლობის დასასრულს აღმოჩნდება ხოლმე, რომ ობიექტი ბიუჯეტში ვერ ჯდება და გადახარჯვაა ხოლმე.
ამიტომ 10 სიტადისს და 1 მარშრუტს, მე მირჩევნია 25-მა ვარიომ იაროს და 3 ხაზი იყოს ქალაქში.