წინა თემების ლინკები:
პირველი თემამეორე თემამესამე თემამეოთხე თემამეხუთე თემამეექვსე თემამეშვიდე თემამერვე თემაინფორმაცია თბილისის მერიის საიტიდან:
http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_i...2&info_id=21508გმირთა მოედნის რეკონსტრუქციის მაკეტები:


გმირთა მოედნის მონუმენტი:

ვერეს ხეობაში გამავალი გზის მიახლოებითი მარშუტი:

რთულის ხიდი:

არსებული სიტუაცია:
გმირთა მოედანზე პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს ესტაკადის 7 ტოტი:
1.ვარაზისხევზე დაღმავალი
2.თამარ მეფის გამზირიდან აღმავალი
3.გამსახურდიას გამზირიდან აღმავალი
4.გმირთა მოედნიდან აღმავალი
5.ალიევის სანაპიროდან აღმავალი
6.კოსტავას გამზირიდან გმირთა მოედანზე დაღმავალი
7.კოსტავას გამზირიდან ალიევის სანაპიროზე დაღმავალი
პირველი ოთხი ტოტი ჩაბარებულია ექსპლუატაციაში.მეხუთეზე დამთავრდა სამშენებლო პროცესი,მაგრამ სამანქანო მოძრაობისთვის არ გახსნილა.მეექვსე და მეშვიდე ტოტების მშენებლობა ფინანსურ სიძნელეებთან არის დაკავშირებული და სავარაუდოთ არ აშენდება.
გმირთა მოედნის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ერთერთი ნაწილი არის გმირთა მონუმენტი რომელიც 26.05.10 გაიხსნა.
ვერეს ხეობაში გამავალი გზა იწყება გმირთა მოედანზე და მთავრდება თამარაშვილის ქუჩაზე.მისი სიგრძეა 3 კილომეტრი.გზას აქვს ორდონიანი კვეთა რამიშვილის და ჩიქოვანის ქუჩებთან რომელიც ცნობილია ფორუმზე როგორც "რთულის ხიდი".
მომავალში ვერეს ხეობის გზა გვირაბით დაუკავშირდება ბახტრიონის,ფანასკერტელის და საბურთალოს ქუჩებს,ასევე ცალკე გზით ჭავჭავაძის გამზირს.
საავტომობილო მოძრაობა გზაზე გაიხსნა 25.05.10 მაგრამ მალევე დაიკეტა მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით(იყალთოს კლდიდან ქვები ცვიოდა).საავტომობილო მოძრაობა ხელახლა გაიხსნა 06.09.10 ღმერთმა ქნას ბოლოჯერ...
იყალთოს კლდეს და მის ეროზირებულ ქანებს ბადეებით დაამაგრეს.
ასევე დაგეგმილია ახალი გზის გასწვრივ თბილისის ცენტრალური დასასვნებელი პარკის განაშენიანება, რომლის სახელი იქნება "მზიური".
ესტაკადის და გზის წარსულის და აწმყოს ვიდეო:
This post has been edited by Fabian on 21 Feb 2011, 15:35