
ძველი ეკლესიის ფოტოს ნამდვილად ვერ იშოვი,
ადრე არსებული დიდუბის ეკლესია 1795 წელს აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს დაანგრიეს.
მოკლედ ასეთი ისტორიაა: შუა საუკუნეებში დიდუბეში, დაახლოებით
მაგ მიდამოებში მეფის სასახლე ყოფილა, რომელთანაც რა თქმა უნდა ეკლესიაც იყო.
ისტორიული წყაროების თანახმად თამარ მეფემ და დავით სოსლანმა სწორედ დიდუბის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი.
ამჟამად არსებული ეკლესია 1880-1884 წლებში მეცენატი გიორგი ქართველიშვილის დაფინანსებით აშენდა, (ეგებ ტემპერას ბაბუაა?!

)
და ამიტომ სულ არ არის გასაკვირი, რომ "რუსული სტილისაა"...
გუმბათისთვის მაშინვე ეტყობა ფული არ ეყოთ, (ფოტოც მაშინაა გადაღებული), და მოგვიანებით 5 წლის შემდეგ დაასრულეს.