ცხადია, მაგრამ ეგ რეალისტური სქემა ხომ არ არის, სრული აღვირახსნილობაა.

იმ თემაში ვერთობით, და ცოტა სხვა კონტექსტია - თითქოს თბილისი მსოფლიო დონის მეგაპოლისი ყოფილიყოს, სადაც ცხოვრება დუღს და გადმოდუღს. შესაბამისად, მგზავრბრუნვაც სულ სხვაა.
სუფთა ვიზუალურადაც "შთაგონების წყარო" ლონდონისა და პარიზის მეტროები იყო, მათთვის დამახასიატებელი ქსელის ძალიან დიდი სიმჭიდროვით, შემოკლებებითა და ხაზების დუბლირებით. ჩემს სქემაში ეს თვისება, შეიძლება ითქვას, შეგნებულად "გავაშარჟე".
თორემ აქ, ამ სერიოზულ თემაში, აგერ, პირიქით, "მინიმუმ მინიმორუმს" ვაწვები - სამიოდე დამტებით სადგურს.
რატომ საბურთალო (ტექ. უნ-ტი) - ვარაზი - რუსთაველი?
თვითონ მეტროს, როგორც ”ატრაქციონს”, ასეთი ხაზი, ალბათ, მართლაც არ სჭირდება - რაც უფრო მეტი საკატაოა და გადასასველელია ხაზებს შორის, მით უფრო საინტერესოა,

მაგრამ რეალურად მეტრო ვაკუუმში ხომ არარსებობს - ის სხვა ნაკადების დასაბალანსებლად , მათი განტვირთვის მიზმით შენდება.
რუსთველის ზონა და საბურთლო საქმიანი აქტივობით, საერთო-საქალაქო ობიექტების კონცენტრაციით ბევრად აღემატება ნებისმიერ სხვა უნაბს, საბურთალო მოსახლეობითაც დიდი უბანია, ე.ი. მათ შორის მიმოსვლა ძალიან ინტენსიურია. ამ დროს გმირთა მოედანი რელიფის და მოძრაობის ორგანიზაციის მხრივ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის არც ისე მოსახერხებელი კვანძია. თანაც, თუკი მანდ საზ. ტრანსპორის წილი გაიზრდება, ეს დანარჩენ ტრეფიკს შეუქმნის პრობლემებს... მოკლედ, უამრავი სირთულეა.
ამ დროს, როგორც ზემოთაც დავწერე, დელისდან ავლაბარში შეიძლება მართლა მეტროთი წავიდეს კაცი, მაგრამ სწორედ მაქსიმალური კონცენტარციის წერტილებს - პეკინი-სააკაძისა და ზემელი-რუსთაველის ზონებს შორის სამგზავროდ, სწორედ რომ მათი სიახლოვის გამო, არა მგონია, ბევრმა (ან, ასე ვთქვათ, ხალხის საკმარისმა რაოდენობამ) მეტროთი მგზავრობა არჩიოს.
ცალკე სადგური-ტექნიკური უნივერსტეტის და სადგური-რუსთველის მონაკვეთები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთად როგორც საბურთლო-რუსთაველის ლინკი, თითქმის არაფერს იძლევა. ამ დროს ასეთი კავშირი აუცილებელია (ზემოთ დავწერე, რატომაც).
რა თქმა უნდა, კარგია მეტრო ვაკეშიც და ვაზისუბანშიც, მაგრამ ეს უკვე წარმოუდგენელი ფუფუნებაა. გრძელ ხაზებს ხილვად მომავალში აღარავინ ააშენებს. ვაზისუბნისთვის კიდევ შეიძლება ვარკეთილიდან ხაზის გაგრძლება, მაგრამ ვაკეში ამხელა ხაზს არავინ ააშენებს.
თანაც, ეჭვი მაქვს, რომ ვაკეში როგორც ადრე არ უნოდათ, ისე ახლაც არ ენდომებათ მეტრო, ერთობა, ძმობა და სისულეები.

ვის რაში სჭირდება ვაკეში მეტრო?
მაშ რატომ ვარაზი? ცალკე ვარაზი-რუსთველის მონაკვეთს დიდი მნიშვნელობა ნადვილად არ აქვს. მაგრამ აბა სხვაგან სად უნდა გაიაროს საბურთალო-რუსთაველის ხაზმა? ზედ გმირთა მოედანზე მეტროს ადგილი და საჭიროება არ არის.
ხოლო ვარაზის სადგურის დამატებითი ბონუსი იქნებოდა ვაკე-საბურთალოს შორის არსებული მიწისზედა ნაკადების ნაწილობრივ მაინც განტვირთვა. გეოგრაფიული სიახლოვე არგუმენტი არ არის, მთავარია მგზავრბრუნვის ინტენსივობა. ამ მხრივ ვაკე-საბურთლოს დაკავშირება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვიდრე ვაკის და ვაზისუბნისა.