დიახ, შევეცდები უფრო ვრცლად ჩამოვაყალიბო ინფორმაცია

რა მეტყველებს რომ გამოიყენებოდა:
დეპოს ტერიტორიაზე დარჩენილია შპალები,
ძველ დეპოსთან შემაერთებელ ხაზზე ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ იდგა УКПТ სიგნალი, უფრო მეტიც, რამდენიმე წლის წინ ეს სიგნალი ჯერ კიდევ ჩართული იყო და მუშაობდა (!),
ძალური და სასიგნალო კაბელები ძველი დეპოს კედელზე გარედანაა, ანუ ახალი დეპოსთვის შიდა მხრიდან - ჩემი ვარაუდით ეს ახალი დეპოს კაბელებია, რადგან დეპოს გარეთ კაბელებს არ გაატარებდნენ,
რუსულ მეტროფორუმზე mymetro.ru თბილისის მეტროს თემაში (ახლა არ მცალია პოსტის მოსაძებნად) ავტომატიზაციის და სიგნალიზაციის სპეციალისტი იხსენებს საბურთალო - ელექტროდეპოს შემაერთებელი ხაზის რამპის მშენებლობას თბილისში დეპოს ტერიტორიაზე, რომელშიც მივლინებაში იმყოფებოდა. სავარაუდოდ ა) მშენებარე დეპოში არ იქნებოდა სამივლინებოდ და ბ) საუბრობს მხოლოდ რამპის მშენებლობაზე დეპოს ტერიტორიაზე, და არა თავად დეპოს მშენებლობაზე,
სათავსოდ გამოყენებული E ტიპის ვაგონის კორპუსი დეპოს ტერიტორიაზე - რა თქმა უნდა არაა გამორიცხული რომ ძველი დეპოდან იყოს, მაგრამ მეტი შანსია რომ ამავე დეპოს ვაგონი ყოფილიყო, რომელიც ჩამოწერის შემდეგ იქვე სათავსოდ იყენებდნენ,
გლდანის დეპო 1980-იანების ბოლოს გაიხსნა. ნუთუ 1979-დან გლდანის დეპოს გახსნამდე ორივე ხაზს ნაძალადევის ძველი, საკმაოდ პატარა დეპო ყოფნიდა?
რა მეტყველებს რომ არ გამოიყენებოდა:
დეპოს შენობა უფრო დაუმთავრებელი მშენებლობის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე მიტოვებულის,
არსად მინახავს ინფორმაცია რომელიც პირდაპირ მიუთითებდეს ამ დეპოს ექსპლუატაციაზე,
ყოველთვის მოიხსენიება ნაძალადევის დეპო და გლდანის დეპო, სადაც არანაირი მითითება არ არის ნაძალადევის მეორე დეპოზე (არადა საკმაოდ ცალკე მდგომი კორპუსია).