დღეს აღმაშენებელზე ერთი უცნაური რამე ვნახე, აგურებს ღებავდნენ



ეს სახლი თითქოს კარგად გამოდის, თუმცა აივანი ზევით აუწევიათ, ძველი ადგილი კარგად ჩანს.
ისეთივე კოჭები ვაღარ იშოვნეს?
* * *


* * *


ეს სახლი თითქოს დამთავრდა, მაგრამ აჭრელებულია წარწერებით და საშინელი შესახედია!
ნეტა ამის მოწესრიგებას არავინ არ აპირებს?
* * *
საშინლად არ მომწონს ყველაფერს რომ გუმბათებს ადგავენ, მათ შორის ამ თეატრსაც, არც უხდება და რა შუაშია...?
ამის მომგონებელი არქიტექტორი უნდა შემოსვა მანდ რაა, წვერზე ზემოთ

ეს სადარბაზო კი ყველაზე კარგად იყო შემონახული, თავისი მარმარილოს საფეხურებით და მოაჯირებით,
მეტლახიც საღი იყო, ეხლა კი ხედავთ როგორ ამოუმტვრევიათ.
* * *
