ყველაფრის უარყოფა და დაწუნება სწორი არ იქნება, მაგრამ არის რაღაც-რაღაცეები, რაც არ მომწონს.
თუ მეტნაკლებად დასრულებული მონაკვეთის მიხედვით ვიმსჯელებთ, ზედმეტად მოშიშვლებული და აჭრელებული მეჩვენება.
თავის დროზე, რეკონსტრუქციის დასაწყისში, ამ თემაში ეს სურათი დაიდო:

როგორც ჩანს, მართლა კითხულობენ ფორუმს,

იმიტომ რომ აღმაშენებელიც ეგეთი გამოდის.
ცუდია? არა, მაგრამ...
ეს არ არის ”თურქეთი”, ეს ტიპიური აღმოსავლეთ-ევროპული ვარიანტია.
შესაძლოა, აღმაშენებლის არქიტექტურა სწორედ ასეთ სტილს გვკარნახობს, მაგრამ არც ისე მარტივადაა საქმე...
ჯერ რამდენიმე სურათს დავდებ:




არაფერს გაგონებთ? სურათებზე რეკონსტრუქციამდელი აღმაშენებლი არ არის - მიუხედავად ალიაქოთისა, ჩაბნელებისა და ჩამყაყებისა.

ყველაგან ერთი ცნობილი პარიზული ქუჩაა - ბულვარ სენ-ჟერმენი.
მაინც და მაინც ვინმეს მიბაძვაზე კი არ არის საუბარი. მაგრამ რაკი აღმაშენებლი ისედაც მეტწილად ევროპულ სტილშია აშენებული, მაინც და მაინც ევროპის პერიფერიას რატომ უნდა დაემსგავსოს?
კი, რუსულ-გერმანული გავლენა განმსაზღვრელი იყო, თან თბილისის მაშინდელი არქიტექტურა მაინც რეგიონალური ცენტრის, და არა იმპერიული დედაქალაქის არქიტექტურაა.
ამიტომ გაცვეთილი კომპლიმენტის ან, მით უმეტეს, სერიოზული პრეტენზიის დონეზე თბილისის პარიზთან შედარება, სასაცილოა. მაგრამ არსებობს პატარ-პატარა გამოძახილები, უცნაურ პარალელები, დეჟავიუს მოულოდნელი გაელვებები - აი, ეს კი საინტერესო და გასაფრთხილებელია. რაც მთავარია, შემთხვევითი არ არის.
თბილისის ადგილმდებარეობის გამო აქ უფრო აქთიურად გამოიყენებოდა სამხრეთ-ევროპული (კერძოდ იტალიური) სტილის ელემენტები. თბილისურ ”ბომონდს” არ აინტერესებდა ბელგრადი - ისინი პარიზისკენ იხედებოდნენ. საბჭოთა პერიოდშიც კი თბილისის ურბანული გარემოს განვითარება (მცდელობის დონეზე) ცოტა სხვა მოდელებზე იყო ორიენტირებული.
ყოველივე ამის შედეგად, თბილისის ”ფიზიონომიასა’ და ატმოსფეროში გაჩნდა ისეთი ნიშნებიც, რომელიც მას აღმოსავლეთ-ევროპული ”პასტორალისგან” განასხვავებს. საუბარია აქცენტებზე, ნიუანსებზე, ტემპერამენტზე, ინდივიდუალობაზე.
მეტი გულისხმიერება საჭირო ქალაქის ორგანიკის მიმართ. მაგალითად, იმჰო, რომ ჩვენს კლიამტსა და განათებაში არ გვჭირდება ეს ორ-სამ ფერში შეღებილი შენობები, ჭყეტელა ფერები, და ა.შ. გაცილებით უკეთესი იქნებოდა ქვის ბუნებრივ ტონალობებთან მიახლოებულ ფერების გამოყენება, და ასეთი შენობების ფონზე (ისინი უფრო მდიდრულად გამოიყურება) უფრო მრავალფეროვანი, დახვეწილი დიზაინის გამწვანების, თუნდაც ყვავილოვანი ხეების, გამოყენება.
ბოლოს, მარჯანიშვილის მოედნის ერთ-ერთ კუთხის "რემინისცენცია":
This post has been edited by CityZen on 20 Apr 2011, 00:18