iunkeriეს ვფიქრობ ერთ-ერთი საინტერესო ფოტოა, ვერაფრით ვერ ავტვირთე უფრო დიდი რეზოლუციით
აბა კიდევ ვცდი...
გერგეთის ქუჩა და ყოფილი კათოლიკური სასაფლაო მგონი ცოტა მოშორებითაა
surpriziმთა ნამდვილად იგივეა, ოღონდ ცოტა სხვა კუთხეა
რომელ ეკლესიებს ეძებ?
მაქედან ტვერელის, ქაშვეთის ეკლესიები ან მამადავითი ნამდვილად ვერ გამოჩნდება, მაგრამ
კარგად თუ დააკვირდები მარცხენა მხარეს ჩანს სამხატვრო აკადემიის შენობა (გრიბოედოვის #22)
და იმავე ქუჩაზე #20 თუ #18-ში რომ იყო ეკლესია - იმის გუმბათი
( ვერ ვიხსენებ რა ერქვა, და მოძებნაც მეზარება

)
Salvadorნამდვილად კადეტთა კორპუსის შენობაა, ოღონდ მიშენებამდე.
IV ნაწილში დადებულ პანორამაზე თუ ნახავ,
მანდ უკვე ახლანდელი რეზო ლაღიძის ქუჩის მხარეს ფლიგელია მიშენებული
ასევე მარჯვენა მხარეს ჩანს რუსთაველის #24, ყოფილი "ლაღიძის წყალი"-ს შენობის გუმბათი
ანუ ფოტო გადაღებული უნდა იყოს მამადავითის სერპანტინიდან ან ბაქნიდან, ხოლო
წინა პლანზე სახლები, ეხლანდელი ყიფიანის ქუჩის ბოლოა, სადაც ახალი სახლებია
ეხლა აშენებული....
და მთავარი რაც ვერ დააფიქსირეთ, ალბათ ფოტოს ხარისხის გამო
კადეტთა კორპუსის გვერძე მიმდინარეობს ოპერის მშენებლობა!!!
თუკი ოპერა 1880-დან 1896- მდე შენდებოდა, შესაბამისად
ფოტო ალბათ 1885-86 წლების უნდა იყოს

თქვენ რას ფიქრობთ?