
ეგ ყველაფერი გასაგებია,
მაგრამ რა დაემართა მეორე გიმნაზიას და მის ტრადიციას?
აი, ახლანდელი პირველი სკოლა არის
ის პირვანდელი კეთილშობილთა სასწავლებელი,
მერე პირველი გიმნაზია,
მერე პირველი სანიმუშო სკოლა = ბერიას სახელობის = მამაჩემი (1930-2010) სწავლობდა
ვაჟთა პირველი (1943 გაყოფის შემდეგ) და ასე შემდეგ
მაგავე მეთოდით მესამე გიმნაზია არის ახლანდელი 23.სკოლა
მეშვიდე (ბარნოვის დასაწყისში) არის აწ უკვე ქართული 49. = ბოლო ბოლო, იმავე შენობაშია
მაგრამ მეორე? რომელი "შრომითი სკოლა" გახსნეს მის ბაზაზე ბალშევიკებმა?
მერე სად გადაიტანეს? და როდის დააბრუნეს მაგავე შენობაში?
ბავშვობაში ოქროსუბნელი ვიყავი =
1968 წელს მიმაბარეს მაგ სამინისტროს შენობაში
1 და 3 სართულები გვეკავა ქართულ 17.სკოლას =
მანამდე ყოფილა ვაჟთა 11. (გაყოფის შემდეგ)
ოღონდაც მაგავე უბნის სხვა შენობაში
და ვერაზე გადმოსულმა რომ ვუწიე მეექვსე კლასს,
17.სკოლა უკვე აღარ იყო იმ სამინისტროში,
და რომ დავამთავრე 53. 1978 წელს,
გავიკითხე, რომ მომენახულებინა
და 17. აღარც არსებობდა = რაღაცას შეუერთეს
მეორე სართულზე გამოჩრილი იყო რუსული 25.სკოლა =
მაგ სართულზე შევლასაც კი გვიკრძალავდნენ ჩვენი მასწავლებლები,
რადგან სულ სხვა სამყარო იყო = ტფილისური აპარტეიდი =
ჩხუბი ხშირად ხდებოდა ჩვენს ბურებსა და იმათ მეტისებს შორის
@
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 12 Aug 2011, 22:35