მანდა ვცხოვრობ, აგურის-თავა 8-სართულიანში (32ბ)
ბიძა-ჩემი გადაცვლილა 1 წლისა და მანდ დაასაფლავეს
ჩემს ბაბუას პატარა მამა-ჩემი პეტრიაშვილით აყავდა ხოლმე საფლავზე,
მაგრამ რო დაბრუნდა ქერჩიდან (ექიმი იყო) საფლავი დაკარგული დახვდათ
ბოლო აღმართი ძაან ციცაბო იყოო = მერე კი მთა მოჭრეს და ეხლა გარაჟებში წყდება ეგ ქუჩა,
მაგრამ თუ ახედავთ, ჩანს, რომ მთავარი ჭიშკრის პირდაპირაა
ჯანაშიას ამბავი კი უფრო მაგარია
ერქვა ვარდისუბნისა (პირველი) და იყო უბნის მთავარი არტერია
მაგრამ მჟავანაძემ 1956 წელს ზედ ქუჩაზე აიშენა სასახლე
მაგის გამო გოგებაშვილის ზემოთ დარჩენილ მონაკვეთს დაერქვა სევასტოპოლი (ეხლა რჩეულიშვილია)
და 45 ნომერი სახლი გახდა 3 = გრიშა ჩხიკვიშვილისგან ვიცი, სახლის პატრონისგან
ეხლა იმ სასახლეში ცნობილი საბავშვო ბაღია და ჯანაშია მაგის ქვედა, გაუქმებულ კართან წყდება
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 26 Aug 2011, 14:37