გეტყვი როგორაა. თუ არის ე.წ "ჭკვიან" რეჟიმზე, ანუ მთლიანად პროგრამა იღებს გადაწყვეტილებას მანქანების რაოდენობის და რაღაც რაღაც ფაქტორების მიხედვით, ცხადია მაგ შემთხვევაში დროები წინასწარ ცნობილი ვერ იქნება, ვერ დაგიწერს რამდენ ხანში გადართავს მწვანეზე.
მაგრამ როგორც ვაკეშია, ხშირ შემთხვევაში, მაგალითად ზაფხულში, კვირა დღეს, არაგადატვირთულ საათებში, აყენია ფიქსირებულ რეჟიმზე. ანუ როგორც ყველგან, ერთიდაიგივე შუალედებით რთავს სიგნალებს. ამ შემთხვევაში ცხადია დაგიწერს დროებს და ეგრეცაა ვაკეში. პატარა ტაბლოები აყენია ქვეითების შუქნიშნებზე და წერია ხოლმე წამები.
როცა მაგ ტაბლოზე წერია --, ესე იგი ჭკვიანია იმ დროს.
თუმცა, თეორიულად შეიძლება არსებობდეს ამ ორის კომბინირებული ვარიანტი.
დაჩიკებმა მანქანები დათვალოს არა იმ მომენტში, არამედ წინა სიგნალზე.
ამ მაგალითად ანთია მწვანე კავსაძეზე. დათვალა ჭავჭავაძის ნაკადი და 22 წამის შემდეგ (ამ 22 წამს ხალხი ვერ ხედავს) მოუწია კავსაძის გაჩერება.
შემდეგი კავსაძის მწვანე იყოს სტროგად 22 წამიანი. აენთო შემდეგი მწვანე კავსაძეს, ტაბლოზე დაეწერა 22 წამი. ამ დროდ პახოდუ ითვლის ტრანსპორტს და შემდეგი მწვანისთვის ინახავს მონაცემს. მოუწია დაუშვათ20 წამზე გაჩერება. (ვირტუალურად, სინამდვილეში არ აჩერებს 20ზე, აჩერებს 22ზე)
შემდეგი კავსაძის მწვანე იქნება 20 წამიანი, და ასე შემდეგ.
ამ შემთხვევაში გამოვა ჭკვიანი და ტაბლოიანი. თუმცა ისევე როგორც ყველაფრის კომბინირებული ვარიანტი დედამიწაზე, ესეც არც მთლად ისაა და არც მთლად ის.
ჩემ მანქანას აქვს კომბინირებული ტყავი. ვიღაცისთვის ტყავიცაა და ნაჭერიც, ვიღაცისთვიდ არცერთია და არც მეორე. გააჩნია როგორ შევხედავთ.
This post has been edited by Kublicha on 10 Oct 2013, 12:21