ვიცი უბრალოდ ისე დავდე რა

წელს ალბათ აღარფერს დაამტაბენ ხო?
* * *
ხარკოვი-ბათუმის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდა
დღეს 16:05 საათზე ბათუმის აეროპორტში ავიაკომპანია "აირზენას" კუთვნილი თვითმფრინავი დაეშვა. CRJ-200 ტიპის თვითმფრინავმა რეისი ამჯერად უკრაინის ქალაქ ხარკოვიდან შესრულა.
როგორც "აირზენას" წარმომადგენლები აცხადებენ, საწყის ეტაპზე რეისები კვირაში ერთხელ შესრულდება, თუმცა მოთხოვნის ფონზე სამომავლოდ შესაძლოა, ავიარეისების სიხშირე გაიზარდოს.
ბათუმი-ხარკოვის ავიარეისი რეგიონალურ ფრენებზეა გათვლილი. თვითმფრინავი 50 ადგილიანია. პირველი რეისით აჭარაში 30 მგზავრი ჩამოფრინდა.
უკრაინის მიმართულებით დღემდე მხოლოდ კიევი-ბათუმის ავიარეისი სრულდებოდა.
ხვალიდან ავიარესები ბათუმიდან ოდესის მიმართულებით შესრულდება, ხოლო 21 ივლისიდან უკვე ფრენები ბათუმი-დონეცკის მიმართულებით განხორციელდება

