kapioliparanoidis_dzmaკი

მაგარი ცუდი რაღაცა მოხდა.


ნახე უტა.გოვ.ჯი ? თითქმის ყველა ავიაკომპანიამ დაამატა 1 რეისი მაინც
* * *
“ეარ ბათუმს” ლიცენზია ჩამოართვეს
რადიო "კომერსანტი," FM 95,5
“ეარ ბათუმს”, რომელიც ქართულ ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასით დაფრინავდა, ფრენების განხორციელების ლიცენზია ჩამოერთვა. რადიო “კომერსანტს” ამ ინფორმაციას თავად კომპანიაში უდასტურებენ. მათი განმარტებით, ლიცენზიის ჩამორთმევა თვითმფრინავის არქონას უკავშირდება.
კომპანიის ინფორმაციით, დაახლოებით ორ კვირაში „ეარ ბათუმს“ ჰოლანდიური 51–კაციანი თვითმფრინავი ეყოლება და ლიცენზიის მისაღებად განაცხადი თავიდან გაკეთდება. ამ ეტაპზე უკვე გარკვეულია, რომ ფრენების შესრულებას კომპანია ბათუმის, ასევე თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით დაიწყებს. თუმცა, რა ეღირება მგზავრობის ფასი, ეს ამ დროისათვის უცნობია.
დღეს "აირზენას" ორი ავიარეისი შეფერხდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს "აირზენას" ორი ავიარეისი შეფერხდა. აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თბილისიდან ხარკოვის მიმართულებით დილის 5.30 საათზე დაგეგმილი რეისის შესრულება 13 საათამდე გადაიდო. ასევე, გადადებულია თბილისიდან თეირანის მიმართულებით 11. 30 საათზე დაგეგმილი ავიარეისი. თუმცა, მისი შესრულების თარიღი ამ დრომდე უცნობია. აეროპორტში ფრენების შეფერხების მიზეზებზე ინფორმაცია არა აქვთ. თავად "აირზენა" მიზეზად უამინდობას ასახელებს
* * *
"აირზენას" ხარკოვისა და თეირანის მიმართულებით დაგეგმილი რეისები ამ დრომდე არ შეუსრულებია
18:21 05-04-2011
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია "აირზენას" ხარკოვისა და თეირანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები ამ დრომდე არ შეუსრულებია .
აეროპორტში "აირზენას" წარმომადგენლობის ინფორმაციით, რეისები 19:00 საათისთვის არის ჩანიშნული, თუმცა შესრულდება თუ არა, ამ დროისთვის უცნობია.
თბილისიდან ხარკოვის მიმართულებით რეისი 05:30 საათზე იყო დაგეგმილი, მოგვიანებით ის 13:00 საათამდე გადაიდო. ასევე, გადადებულია თბილისიდან თეირანის მიმართულებით 11:30 საათზე დაგეგმილი ავიარეისის შესრულება.
აეროპორტში ფრენების შეფეხების მიზეზებზე ინფორმაცია არ აქვთ. "აირზენაში~ კი ამის მიზეზად უამინდობას ასახელებენ.