სიდნეიზე მაინც ვერ დაგეთანხმები,მასე უნდა დამედო ციურიხი, დიუსელდორფი(და კიდევ გერმანიის სხვა ქალაქები), ასევე დოჰასი(რომელიც ჯერ არ არის დასრულებეული მთლაD), აბუ დაბისი, რიოსი, მაიამისი, ტორონტო და ვანკუვერისი, რომის აეროპორტი,ყატარი და ასე შემდეგ, ამას მთელი ღამე მოვუნდებოდი,ამიტომ ამოვარჩიე ყველაზე დიდები და საუკეთესოები,ნუ შეიძLება ერთI ორი გამომრჩა რაზეც ბოდიშს ვიხდი მარა სიდნეიზე ნუ მეკამათები

ფოთის აერპორტის ვინმემ არაფერი არ იცით? ინტერნეტი არაფეერი წერია ამის შესახებ
მგონი აირზენას მაისისთვის 1 ბოინგი შემოყჰავს
* * *
ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია დასრულდა
13:27 - 18.04.2011
ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია დასრულდა.
"ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია სამ დამოუკიდებელ სააგენტოდ - სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო და სახმელეთო სააგენტოებად ჩამოყალიბდა.
როგორც "პირWელს" სატრანსპორტო ადმინისტრაციის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი დავითაძემ განუცხადა, სახმელეთო ავიაციის სააგენტოს - მიხეილ ხმალაძე, საზღვაოს - თეიმურაზ იობიძე, ხოლო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თავად დავითაძე უხელმძღვანელებენ.
მისივე თქმით, საზღვაო სააგენტო ბათუმში განთავსდა, სამოქალაქო ავიაციისა - თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო სახმელეთო სააგენტო ჯერჯერობით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შენობაში რჩება.
შეგახსენებთ, რომ ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ადმინისტრაციების გაერთიანება 2005 წელს განხორციელდა. ადმინისტრაცია თავდაპირველად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ექვემდებარებოდა, შემდეგ კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავიდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტრომ რეფორმა განიცადა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდ გადაკეთდა, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია კვლავ ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარა.
მგონი ამიტომ არის გათIშUლი საიტი,მოგვიწევს ახლა ახალი საიტი მოვძებნოთ

ისე მივესალმები ამ ფაქტს ასე ჯობია, იმედია ცვლილებები იქნება თორე მოვკვდი კაცი უსაქმურობით
* * *
ევროპის მიმართულებით ავიაბილეთების ფასი გაიზრდება
მომავალი წლიდან ევროპის მიმართულებით რეისების შემსრულებელი ავიაკომპანიები სასათბურე გაზების შესამცირებელ, ევროკავშირის შიდა სავაჭრო სისტემაში ჩაერთვებიან.
ავიაგადამზიდავებისთვის ევროკავშირი კვოტების 85 %–ს უფასოდ ანაწილებს, დარჩენილი 15 % კი კომპანიებმა თავად უნდა შეისყიდონ. ამასთან, ის ევროპული ავიაგადამზიდავები, რომლებიც ევროკავშირის შიდა სავაჭრო სისტემაში უკვე არიან ჩართულები, 2012 წლისათვის კვოტების შესაძენად სავარაუდოდ 1, 4 მილიარდ ევროს დახარჯავენ, მგზავრებისათვის კი ავიაბილეთების ღირებულება 40 ევროთი გაიზრდება.
* * *
.
„ფოთის აეროპორტი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ყველაზე დიდი იქნება“
საქართველოს პრეზიდენტმა ფოთის აეროპორტში განთავსებული სამოქალაქო სარადარო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ფოთიდან, პირდაპირი ჩართვის მეშვეობით, საფრანგეთში, ტულუზის სამოქალაქო ავიაციის უნივერსიტეტში სასწავლებლად წასულ 16 ქართველ სტუდენტს ესაუბრა. პრეზიდენტი დაინტერესდა, რა პრინციპით შეირჩნენ ისინი და სად გააგრძელებენ მუშაობას საქართველოში დაბრუნების შემდეგ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ფოთის აეროპორტი 2012 წელს ამუშავდება და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ყველაზე დიდი და სტრატეგიული იქნება. პრეზიდენტის თქმით, აეროპორტი მესტიას და ანაკლიას გადაფარავს.
* * *
მგონი ცოტათI გვეშველება

საავაციო ბაზარს `ეარ ფრანს კონსალტინგი` შეისწავლის
23.04.11 12:13
საქართველოს საავაციო ბაზარს ფრანგული კომპანია "ეარ ფრანს კონსალტინგი" შეისწავლის. დღეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში სპეციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
გადაწყვეტილების თანახმად, კომპანია საჰაერო ტრანპორტის ინდუსტრიაში ქართულ მხარისათვის საკონულტაციო და ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს, ამისათვის კი, პირველ ეტაპზე, მოსამზადებელი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.
დოკუმენტს დღეს ხელი "ეარ ფრანს კონსალტინგის" ვიცე-პრეზიდენტმა, ფილიპ ბორდელმა, და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა მოაწერეს.
შეხვედრას ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერა ქობალიაც, ესეწრებოდა.