kokako7ამაზე რამე ხომ არ იცი?
მგონი სახელმმწიფო ქმნის ავიაკომპანიას:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თანამშრომლობისთვის იწვევს ავიაკომპანიის მართვის გამოცდილების მქონე პირებს.
აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის კარგი ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება დამატებით ფრანგული ენის მცოდნეს.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, CV გამოგზავნონ მისამართზე: konkursi@economy.ge 2011 წლის 30 მარტამდე. გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
http://www.jobs.ge/30689/ * * *
აგე კიდევ:
http://economy.ge/?category=4&lang=geo&item=695საქართველოს მთავრობა იწვევს კომპანიებს წინასწარი კვალიფიკაციის გასავლელად ქუთაისის აეროპორტის მართვისა და განვითარებისთვის ინტერესის გამოსახატად
შპს "ქუთაისის აეროპორტი" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოა, რომელიც ქალაქ ქუთაისიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. იგი მოიცავს 35,5 ჰექტარ მიწის ნაკვეთს და 2300 კვ.მ. შენობის ფართს. აეროპორტის ამჟამინდელი გადაზიდვის ტევადობა საათში 200 მგზავრის შეადგენს და მის ოპერირებას შპს "ქუთაისის აეროპორტი" ახორციელებს. აეროპორტი ფუნქციონირებს ყოველგვარი სეზონური შეფერხების გარეშე, 24 საათის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობა განიხილავს:
შპს "ქუთაისის აეროპორტის" აქტივების სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გასხვისებას ქუთაისის აეროპორტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და ქუთაისის აეროპორტის ნებისმიერი ევროპული დაბალბიუჯეტიანი კომპანიის მომსახურებისთვის, რომლის წლიური გადაზიდვების რაოდენობა არ ჩამოუვარდება 20 მილიონ მგზავრს.
კომპანიების მოწვევას, რომლებიც წარადგენენ თავიანთ წინადადებებს ქუთაისის აეროპორტის მიერ დაბალბიუჯეტიანი ავიახაზების მომსახურების შესახებ, რომლებიც ევროპაში ოპერირებენ და მათი წლიური გადაზიდვების რაოდენობა არ ჩამოუვარდება 20 მილიონ მგზავრს.
საქართველო მთავრობაა თანახმაა იყოს პროექტის თანადამფინანსებელი იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დააკმაყოფილებს ზემოთაღნიშნულ პირობებს.
დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა წარადგინონ კომპანიის პროფილი, ოფიციალური სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, მეორადი განაცხადი და მთავარი ფინანსური მაჩვენებლები.
დაინტერესებულმა მხარემ ასევე უნდა წარადგინოს მოკლე ჩანართი, რომელშიც აღწერილი იქნება მსურველის ხედვა და აეროპორტის განვითარების მოდელი, განვითარების გეგმის ვადების, მგზავრების ტევადობის, აეროპორტის ხელახალი განვითარების გეგმის, ხარჯების, სახელმწიფოს მხრიდან ყოველწლიური თანადაფინანსების ჩათვლით.
ინტერესის გამოხატვა არ ატარებს ტენდერის ან აუქციონის სახეს, შესაბამისად, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება არ მიიღოს არც ერთი განაცხადი. საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს უფლებას გააგრძელოს მოლაპარაკებები შერჩეულ კომპანიებთან პირობებთან დაკავშირებით.
ინტერესის გამომხატველი წინადადებები მიწოდებულ უნდა იქნას დალუქულ კონვერტში შემდეგ მისამართზე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჭანტურიას №12, საქართველო, თბილისი 0108, ან ელ-ფოსტის მეშვეობით: airport@economy.ge