ნუ რა ეშველებათ ამ ჟურნალისტებს?!!!!!!!!!!!!
ძაან კარგი ინფოა, მე სულ დამავიწყდა მაგათ საიტზე შევლა.

იმედია ცოტა ხანში ანკარა თბილისისც იქნება!
* * *
25-28 მაისს გერმანიაში შედგა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას სამუშაო ვიზიტი, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები გერმანიის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, პოლიტიკური და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან.
გარდა ამისა, ვერა ქობალიამ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ლაიფციგში გამართულ საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმში, რომლის დროსაც გამართა ორმხრივი შეხვედრები გერმანიის, ესპანეთის, ლიტვისა და სხვა ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებთან. აღნიშნულმა სატრანსპორტო ფორუმმა თავი მოუყარა 52 ქვეყნის ტრანსპორტის სფეროს ხელმძღვანელებს. ფორუმზე განხილული იყო ევროპა-აზიის სატრანსპორტო სისტემების განვითარების საკითხი.
ტრანსპორტის სფეროში საქართველოსა და ესპანეთს შორის თანამშრომლობის საკითხი განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრთან ხოსე ბლანკო ლოპესთან. შეხვედრისას ქობალიამ თავის ესპანელ კოლეგას გააცნო ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველო ახორციელებს ტრანსპორტის სფეროში. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების საკითხებზე ტრანსპორტის სფეროში. ვერა ქობალიას განცხადებით, უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან ესპანელი ექსპერტები, რომლებიც ქართველ კოლეგებს დაეხმარებიან ტრანსპორტის სხვადასხვა მიმართულებების, მათ შორის, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო სისტემების განვითარებაში.
აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ საქართველო უახლოეს პერიოდში ოფიციალურად მიუერთდება საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტს "ვიკინგი“. ამის თაობაზე შეთახმებას მიაღწიეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ლიტვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ ელიგიუს მასლიუსთან. „ვიკინგი“ საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტია. იგი შავი და ბალტიის ზღვების პორტების საკონტეინერო სისტემებს ერთმანეთთან აკავშირებს. საქართველოს ჩართვა აღნიშნულ პროექტში მნიშვნელოვნად გაზრდის უშუალოდ ტვირთბრუნვას როგორც საქართველოს პორტებში, ისე სარკინიგზო გადაზიდვებს.
გერმანული ბანკი „კომერცბანკი“ საქართველოში წარმომადგენლობას გახსნის.
ამის თაობაზე ცნობილი გახდა ბიზნეს-ფორუმზე, რომელიც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა. ფორუმმა თავი მოუყარა უმსხვილესი გერმანული კომპანიების მაღალი თანამდებობის პირებს, რომელთაც აქვთ ინტერესი, საკუთარი ბიზნესი საქართველოშიც განახორციელონ. მათ შეკითხვებს ვერა ქობალია პასუხობდა, რომელიც გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, „კომერცბანკის“ გადაწყვეტილება, გახსნას წარმომადგენლობა საქართველოში, დადებითი გზავნილია ყველა გერმანული კომპანიისათვის, რომლებიც გეგმავდნენ საქართველოში ბიზნესის დაწყებას ან გაფართოებას.
ვიზიტის ფარგლებში ქართველი მინისტრი ასევე შეხვდა გერმანიის პოლიტიკური და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს. მათ შორის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრთან, დირკ ნიბელთან და ბუნდესტაგის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარე ერნსტ ჰინსკენთან.
შეხვედრებზე გამოიკვეთა ეკონომიკური საკითხები, რომლებიც განხილული იქნება ნოემბერში საქართველო-გერმანიის სამთავრობო კომისიის სხდომაზე. მათ შორის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, ჰიდრორესურსების ათვისების, ტურიზმისა და აგროსექტორში თანამშრომლობის პროექტები.