რას გააავს

რა არის აქ საყვარელი?>
ეხლა საინფორმაციოში თქვეს რომ ეარ ასტანას პირველი ავიალაინრერი დაეშვა და აჩვენეს კიდეც, ეჰ! რა ლამაზია ეს ემბრაერ 190(170,175,195)
* * *
ქართულ ავიაბაზარზე ჩინური და ყაზახური კომპანიები შემოდიან
08:59 02-06-2011
ქართულ ავიაბაზარზე ორი ახალი ავაიკომპანია შემოდის.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით , კომპანია ~ტავ ჯორჯიას~ მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს ავიაბაზარზე ორი ახალია კომპანია რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.
დღეიდან თბილისის მიმართულებით პირველ რეისს შეასრულებს ყაზახური ავიაკომპანია "Air Astana", რომელიც კვირაში სამჯერ ალმა ატა-თბილისი-ალმა ატას მიმართულებით Embraer E 190-ის ტიპის თვითმფრინავით იფრენს.
9 ივნისიდან კი ჩინურ ავიაკომპანია China Southern Airlines ყოველდღიურ რეისებს განახორციელებს ურუმჯი - თბილისი - ურუმჯის მიმართულებით. რეისები შესრულდება ბოინგ 737, ბოინგ 757, და ეარბას 330-ის ტიპის თვითმფრინავებით.
ავიაკომპანია China Southern Airlines ერთ-ერთი უდიდესი ავიაგადამზიდავია. მას გააჩნია 121 მიმართულება მსოფლიოს 65 ქვეყანაში და 422 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაპარკი.
კომპანია Air Astana ყაზახეთის ნაციონალური გადამზიდავია და რეისებს მსოფლიოს 44 მიმართულებით ახორციელებს. მისი ავიაპარკი 24 ავია ხომალდისგან შედგება და თბილისიდან ალმა ატის მიმართულებით ფრენებს ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შეასრულებს.
* * *
დღეს თბილისიდან ფრენებს „ეარ ასტანა“ იწყებს
ქართულ ბაზარზე ფრენებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ერთ–ერთი მსხვილი ავიაკომპანია, ყაზახური „ეარ ასტანა“ იწყებს. “ეარ ასტანას” თვითმფრინავი დღეს დილით თბილისში უკვე დაეშვა. ალმა–ათა – თბილისი – ალმა–ათას რეისები კვირაში სამჯერ შესრულდება. ავიარეისები განხორციელდება თბილისსა და აქტაუს შორისაც.
“ეარ ასტანას” 51%–ს ყაზახეთის მთავრობა, ხოლო 49%–ს ბრიტანული კომპანია ფლობს. შეგახსენებთ: ქართულ ავია–ბაზარზე მსოფლიოს სიდიდით მეხუთე ავიაკომპანია China Southern Airlines–იც შემოდის. ჩინური ავიაგიგანტი ფრენებს 9 ივნისიდან დაიწყებს. თბილისის აეროპორტის მმართველი „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ჩინური ავიაკომპანია ურუმჯი–თბილისი–ურუმჯის მიმართულებით ყოველდღიურ ფრენებს შეასრულებს. „ტავი“ ახალი ავიაკომპანიების შემოყვანას მგზავრთნაკადის გასაზრდელად ცდილობს.