kokako7paranoidis_dzmaმიუნხენიც კიდე გაუქმდა
* * *
ოგესალმებათ საერთაშორისო ავიაკომპანია .
კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა “SKY GEORGIA”- ს განახლებულ ვებ-გვერდზე.
ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის და გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას ავიაკომპანიის შესახებ.
ვაკანსია
ავიაკომპანია “SKY GEORGIA” აცხადებს ვაკანსიას ავიაკომპანიის წარმომადგენლის თანამდებობაზე ქალაქებში: ალმაატა, დუბაი, მიუნხენი, მინსკი, რომი. ……
* პროფესიული ცოდნა / გამოცდილება:
* უმაღლესი განათლება (ეკონომიური, იურიდიული);
* სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე(საერთაშორისო ურთიერთობები);
* სასურველია სამუშაო გამოცდილება საავიაციო სფეროსა და მარკეტინგში;
* კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
* ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
• მოწესრიგებული;
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით;
• შრომიოსმოყვარე;
• კომუნიკაბელური;
• ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
ძირითადი მოვალეობები:
• ავიაკომპანია `სქაი ჯორჯია~-ს სახელით ავიაკომპანიებთან და ავიასაწარმოებთან პროექტების, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება;
• ავიაკომპანიის ბილეთების რეალიზაციისა და შეუფერხებელი ავიაგადაზიდვების მიზნით ხელშკრულებების გაფორმება სააგენტოებთან;
• აეროპორტში ავიაკომპანია `სქაი ჯორჯია~-ს საჰაერო ხომალდის მომსახურებაზე კონტროლის დაწესება და ურთიერთანგარიშსწორება;
• ავიაგადაზიდვების რეალიზაციის ორგანიზაცია, ურთიერთობა ავიასააგენტოებთან და კონტროლის დაწესება;
• ბილეთების რეალიზაციის გაზრდის მიზნით სარეკლამო მუშაობის ორგანიზება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ განაცხადის ფორმა/რეზიუმე მისამართზე: info@skygeorgia.org არა უგვიანეს 2011 წლის 30 მარტისა. გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ავიაკომპანია `სქაი ჯორჯია~ ამჟამად ასრულებს სატვირთო გადაზიდვებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში, მათ შორის ნატოს პროგრამით გერმანიიდან, საფრანგეთიდან, შვეციიდან და იტალიიდან ავღანეთის შემდეგ ქალაქებში: ქაბული, კანდაგარი, მაზარშარიფი..
დღეისათვის ა/კ სარგებლობაშია და ექსპლუატირებს შემდეგი საჰაერო ხომალდები: ორ DC – 9 – 51, ხუთი BC IL76 TD.
ავიაკომპანია `სქაი ჯორჯია~-ს წარმომადგენლობებია: გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, შვეციაში, იტალიაში, ჩინეთში, რუსეთსა და ავღანეთში.
2011 წლის აპრილის თვიდან, ზაფხულის სეზონზე, ავიაკომპანია გეგმავს სამგზავრო გადაზიდვების განახლებას ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების მიმართულებით. შესაბამისად, მგზავრების კოფორტული მომსახურების მიზნით, გაზრდის საკუთარ საჰაერო ფლოტს და საავიაციო ბაზარზე შემოიყვანს ბოინგ 737-ს.
ინფორმაცია ავიაკომპანიის ფრენების განრიგის შესახებ საიტზე განთავსდება 2011 წლის მარტის თვის ბოლოს.
უახლოეს მომავალში საერთაშორისო ავიაკომპანია „სქაი ჯორჯია“ გთავაზობთ ახალ სერვისს: ელექტრონული ბილეთების შეძენა. ჩვენი საიტის მეშვეობით, თქვენ შეძლებთ შეიძინოთ ბილეთები ჩვენს რეისებზე, დაზოგეთ დრო და ენერგია!
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: +(995 32) 40 70 01
ავიაკომპანიის უმთავრესი პრიორიტეტია საუკეთესო დროს საუკეთესო ფასად მოხვდეთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. იმგზავროთ უსაფრთხოდ და კომფორტულად.
მაშ ასე კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ბორტზე გისურვებთ წარმატებულ ფრენას და გახსოვდეთ ყოველთვის, ჩვენი ცა უსაზღვროა .
რატომ წერია ყველგან 2011 წელი? ნეტა მართლა ხდება რამე? ნეტა გვეშველება? იქნებ რამე იყოს ! საინტერესოა........