Visit of the Chairman to the Silesian Voivodeship
The Chairman of Ajara Government leaves for Poland, Silesian Voivodeship for 3-day visit. Levan Varshalomidze and his colleague Marshal Adam Matusiewicz will sign Agreement of Cooperation between Silesian Voivodeship and Ajara Autonomous Republic.
Comprehensive Co-operation is planned between Ajara and Silesia. It includes close partnership in economic, trade, tourism, culture, health care and agriculture spheres. By establishing close links between two regions Georgian side especially hopes for attracting of Polish tourists to Ajara.
It gives more hopes, that initiator of the multilateral agreement is Polish side. Travel Relations between Silesia and Ajara have long history. In the Soviet period majority of the polish tourists were arriving from this Voivodeship.
In order to promote touristic relations, appointing of direct flight Katowice-Batumi is planned. For discussing these and other issues the Chairman of Ajara Government will meet with the leaderships of chamber of commerce and industry of Katowice, UpperSilesian Aviation Group and with “WizzAir” company.
http://www.ajara.gov.ge/eng/?page=show&id=1816 * * *
თურქეთში დასვენება დღეში ერთ ევროდ იქნება შესაძლებელი
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
დასვენება თურქეთში დღეში ერთ ევროდ – შესაძლოა ეს წინადადება ქართველ მომხმარებელს უახლოეს ხანებში შესთავაზონ – ამის შესახებ “კომერსანტს” დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის “პეგასუსის” ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა განუცხადა.
შეგახსენებთ, “პეგასუსმა” პარტნიორ ტურ-ოპერატორებთან ერთად მომხმარებელს უკვე შესთავაზა პაკეტები დღეში 2 და 5 ევროდ. ერთდღიანი აქციის ფარგლებში ხუთ ევროდ შეთავაზებული 200 პაკეტი გაიყიდა, რაც ჯამში შვიდას მგზავრსა და ბილეთს ნიშნავს. ასევე ერთდღიანი 2 ევროიანი აქციის პირობებში 500 ტურისტული პაკეტი გაიყიდა. ამ აქციის ფარგლებში მგზავრები მარტო ბილეთზე თითქმის 130 ევროს ზოგავდნენ.
ვიაკომპანია "აირზენა" ზაფხულის სეზონზე მგზავრებს სიახლეებს სთავაზობს. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ბათუმიდან ახალი მიმართულებები დაინიშნა. 21 ივნისიდან კვირაში ორჯერ ბათუმი - მოსკოვი - ბათუმი (სამშაბათი, კვირა) შესრულდება. 18 ივნისიდან ბათუმი - ბაქო - ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო. რეისები კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს განხორციელდება. 5 ივნისიდან დაიწყო ბათუმი - თელ-ავივი - ბათუმის რეისების შესრულება (რეისები კვირა დღესაა დანიშნული). უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელიდან ტურისტების ნაკადი ყოვედღიურად იზრდება, მხოლოდ სამი რეისით თელ-ავივიდან ბათუმში "აირზენამ" 350 ტურისტი ჩაიყვანა. ამას გარდა, უკვე დანიშნულ ბათუმი - კიევი - ბათუმის რეისებს სიხშირეები დაემატება და კვირაში სამის ნაცვლად ფრენები ყოვედღიურად განხორციელდება. ივნისის ბოლოდან იგეგმება ბათუმიდან თეირანის მიმართულებით ფრენების დანიშვნა. ხოლო თბილისი - ბათუმი - თბილისი ყოველდღიურად სრულდება.
ავიაკომპანიის მენეჯმენტში თვლიან, რომ აღნიშნული ფრენების დანიშვნა აჭარის რეგიონში ტურისტების მიზიდვას შეუწყობს ხელს და წელს უფრო მეტი უცხოელი ნახავს არა მხოლოდ განახლებულ ბათუმს , არამედ შესაძლებლობა ექნება ბათუმიდან სულ რაღაც 2 საათის სავალზე ახალი კურორტი ანაკლია მოინახულოს. სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში აღნიშნული რეისების შედეგად "აირზენამ" ბათუმში 750 ტურისტი ჩაიყვანა